ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8100

ფილტრი

ნაპოვნია8100

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ შეძლეს ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადება

COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან კახეთის რეგიონში ჩატარდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად შეხვედრა ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პედაგოგებთან გაიმართა. მასში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ლიეტუვის, ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩები მონაწილეობდნენ.

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა და თანამშრომელთა 53% ვაქცინირებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ვაქცინაციის ცენტრში პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა ვაქცინაციას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მაღალი აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მათგანის პასუხისმგებლობაა, რაც მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი

საქართველოს რეგიონებში პროფესიული ტესტირების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, სოფიო გორგოძესთან ერთად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ საგამოცდო ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებას გაეცნო, რომელიც 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ჩატარდება

მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან, მარია ელენა ალ-გაბრესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

სოფელ ხაბუმეში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 ახალი საჯარო სკოლა საუკუნოვანი და ისტორიული მნიშვნელობის ძველი სკოლის ბაზაზე აშენდა - 1916 წელს, ზუგდიდის მაზრაში ის პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო

ნუნუ მიცკევიჩი: „ვაქცინაცია აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

„საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ - მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებსაც ექნებათ

სწავლის დაწყების ვადები და რეგულაციები

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის ვადები განისაზღვრა

მიხეილ ჩხენკელი: "იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში"

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება

მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებთან ერთად ფაიზერის მეორე დოზით აიცრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

პროფესიული განათლების მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა. ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმში ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მან პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა

მიხეილ ჩხენკელი - კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო აცრისკენ, გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო. მათ მადლობა გადაუხადეს როგორც მასწავლებლებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ხელშეწყობით იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივად არის შესაძლებელი

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა 100%-ით გაიზარდა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა. შედეგების მიხედვით, წელს, განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა

დაბა ნასაკირალში ახალი სკოლა აშენდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა

სოფელ კოხტაში ახალი სკოლა აშენდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს – 20 აგვისტოს დასრულდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კოლეჯ „მერმისს“ ეწვია, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და დაინტერესდა, როგორ ემზადება კოლეჯი პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესისა და ახლი სასწავლო წლის დაწყებისთვის

ეკატერინე დგებუაძე: „საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია“

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა