ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

ეკატერინე დგებუაძე: „საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია“

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავებს, აღნიშნულის ბაზაზე კი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნება, რაც საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ქვემო ქართლში

მარნეულში, კოლეჯ „მოდუსში“, პირველი პროფესიული სტუდენტების რეგისტრაცია გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ახალი სკოლა აშენდა

შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ახალციხეში

კოლეჯი „ოპიზარი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის და ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლს მართავს

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 20 აგვისტოს ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, შეთავაზებული 120-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან აირჩიონ მათთვის სასურველი და დარეგისტრირდნენ. საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯი აქტიურ საინფორმაციო კამპანიაშია ჩართული და სხვადასხვა ფორმით აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს.

სოფელ ზემო მაჩხაანის მოსწავლეებს ახალი სკოლა აქვთ

სოფელ ზემო მაჩხაანში 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მარნეულს ეწვია და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა

მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩაუტარდათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, კოვიდ-19-ის მიზეზით არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. გამოცდები 2021-ის მიმდინარეობა მინისტრმა შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით წარიმართა.

პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მოაწერეს.

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები კახეთის რეგიონში

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „აისი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას ოთხ ლოკაციაზე: კაჭრეთი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ლაგოდეხი.

ნუნუ მიცკევიჩი მასობრივი ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

ნუნუ მიცკევიჩმა „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ჯაბა სამუშიასთან და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მოწვეულ სტუმრებს სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

რუსთაველის ფონდი სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2022 წელს სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF-საქართველო მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს.

„კონსტრუქტ 2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აგრძელებს

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.