ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

მიხეილ ჩხენკელი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა და განათლების სისტემის წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი დროის გმირების მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან“

13 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.

რისმაგ გორდეზიანი: „მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს“

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი სინოვაკის ვაქცინით აიცრა.

კოლეჯ „ფაზისში“ ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანიას – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ – ახორციელებს.

კოლეჯი „მოდუსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას აგრძელებს

კოლეჯი „მოდუსი“ რუსთავში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციას აგრძელებს.

დმანისში აგრარული მიმართულების ქართულ-შვეიცარიული სკოლა პირველ სტუდენტებს მიიღებს

ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას მსურველები დმანისში შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ შეძლებენ, სადაც პირველი სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

Prior to the start of the school year, teachers and academic staff are actively involved in the mass vaccination process. From today, additional immunization cabinets have been launched in all immunization centres throughout Georgia, where public and private school teachers, vocational teachers, professors, scientists, administrative staff and employees of LEPLs subordinated to the Ministry will be able to get the desired vaccine without prior registration. Applicants will have to choose between Pfizer, SinoPharm and Sinovac vaccines.

USAID-ის ახალი პროგრამა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის

საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ოფიციალურად გაიხსნა.

კოლეჯ „ლაკადაში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

კოლეჯ „ლაკადაში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება.

მზექალა შანიძე: „კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა“

ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთში პირველ სტუდენტებს მიიღებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ფოთში პირველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო.

ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა განათლების ყველა საფეხურზე

მიხეილ ჩხენკელი: „ადრონული თერაპიის ცენტრში სიმსივნით მკურნალობა ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით წარიმართება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში ქუთაისში ჩამოყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან

2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს მიაღწევს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, გაძლიერდეს საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შეიქმნას ეფექტიანი მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება

მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად საზოგადოებას სამინისტროს ხედვა წარუდგინა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო

მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა