ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

კასპის კოლეჯში პირველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და დაეუფლონ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს

ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

ქალაქ ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლის ახალი ფილიალში 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

სპეციალური მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა პირველად ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა, რითიც 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა.

პროფესიული კოლეჯები 2021-2022 სასწავლო წლის მიღებისთვის ემზადებიან

პროფესიულ განათლებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“

მოსწავლეებისთვის კონკურსი – „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“ ცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის კონკურსს „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“აცხადებს

„მეცნიერების სამყარო“ – მეცნიერებს ახალი ინტერნეტარხი ექნებათ

მეცნიერების პოპულარიზაციის, მის მნიშვნელობასა და მიზნებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პირველად საქართველოში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ინტერნეტარხი „მეცნიერების სამყარო“ შეიქმნება

ბრიტანეთის საბჭომ პროექტის „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლების განაცხადების მიღება დაიწყო

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა აჭარაში

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „ახალი ტალღა“ ქობულეთსა და ხულოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას აგრძელებს

მარიამ მათეშვილი – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

„სპეციალური მასწავლებლის წარმატებას მხოლოდ მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი, მაღალი მოტივაცია და პროფესიის სიყვარული განაპირობებს“, – მიიჩნევს თბილისის N173 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი მარიამ მათეშვილი, რომლის მიზანს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა წარმოადგენს

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით კოლეჯებში ღია კარის დღეები იმართება

ათასწლეულის ფონდმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა კახეთში

კახეთის რეგიონში, თელავში, კოლეჯმა „პრესტიჟმა“ სრულად რეაბილიტირებულ შენობაში პირველი სტუდენტების მისაღება დაიწყო

კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებისთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს

ნუნუ მიცკევიჩი კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული აბიტურიენტებისთვის სპეციალურად დანიშნული საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ შეძლეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება, დამატებითი საგამოცდო სესიები ქართული ენა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და ისტორიაში განისაზღვრა

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილეს

პროფესიული განათლების საერთაშორისო მხარდაჭერა გრძელდება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების პროექტს“ და ამით ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები დამტკიცდა

2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და წარმატება მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურნირში მონაწილეობით ახალგაზრდებმა შეძლეს თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით, გაიღრმავეს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც სამეცნიერო მიღწევების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურნირს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

მიხეილ ჩხენკელმა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უმასპინძლა და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სერჰი შკარლეტს (Serhiy Shkarlet) უმასპინძლა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილა

კოლეჯი „ბლექსი“ შუახევში ახალი სასწავლო წლიდან პირველ პროფესიულ სტუდენტებს მიიღებს

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას ამიერიდან ადგილზე შეძლებს. ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ახალი სასწავლო წლიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სივრცე შუახევში

ეკატერინე დგებუაძე მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. ეკატერინე დგებუაძემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი გამოცდას წარმატებით დაძლევს, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება