ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8100

ფილტრი

ნაპოვნია8100

ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლების განაცხადების მიღება გრძელდება

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“.

ნუნუ მიცკევიჩმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა, რომელიც დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება.

მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი გრძელდება და 26 სექტემბერს დასრულდება.

ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო.

ნუნუ მიცკევიჩმა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.

ნუნუ მიცკევიჩმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით, ახალი პროექტის „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ პრეზენტაცია გამართა. ამ ტიპის თანამშრომლობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახელმწიფო ორგანიზაციას შორის უპრეცედენტოა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.

მიხეილ ჩხენკელი: „წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, მაგრამ ეს დროებითია; იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტის შეთავაზება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის ახალი სასწავლო წლიდან სიახლეები ინერგება

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებსა და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება თბილისის საგამოცდო ცენტრებში გრძელდება

დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება თბილისის ხუთ საგამოცდო ცენტრში დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მარნეულში მასწავლებლებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ

განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ

სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თანამშრომლებს ვაქცინაცია ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ჩაუტარდათ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყო

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ ფორმატში დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.

მიხეილ ჩხენკელმა 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო

2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორიალი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ გამოიფინა და ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.

ქუთაისის სკოლების მასწავლებლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. ქუთაისის სკოლების მასწავლებლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანგებოდ მოწყობილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აიცრნენ.

მიხეილ ჩხენკელი: “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა მუსიკალური თერაპიის ცენტრ „ბეკარის" თანადამფუძნებელთან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან.