სიახლეები

ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორისთვის საჭირო უნარების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში საჭირო უნარების განსახილველად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დისტანციური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ლოჯისტიკის ასოციაციამ (GLA) უნარების კუთხით სექტორში არსებული გამოწვევების კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა. კვლევა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.
ნუნუ მიცკევიჩმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) გენერალურ ასამბლეაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია
თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.
2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების განხილვის მიზნით, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ტიბორ დრასკოვიჩთან და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტ მარკ ვან დენ მაუზენბერგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან, ენდრიუ ჰამილტონთან გამართა შეხვედრა. მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს
ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას უხელმძღვანელებს.
დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“
„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ, – ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მარკ ელიოტი: „ქართული ცივილიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და ამერიკელი მკვლევრებისთვის ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა პრივილეგიაა“
ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი: „ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს და პირველ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“
ნიუ-იორკში გამართულ ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ამ მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.
მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“ გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“ გახსნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
ეკა დგებუაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან სამომავლო პროექტები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველ ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.
თამარ ქიტიაშვილმა საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მონაწილეებს პროფესიული უნარების სააგენტოს განვითარების გეგმები გააცნო
ეკონომიკური ინდუსტრიის პოსტპანდემიური განვითარებისა და განათლების სისტემების მიერ მომავლის ტენდენციებზე რეაგირების მექანიზმების განსახილველად მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, მრგვალი მაგიდა „მზადება სამუშაოს ახალი მომავლისთვის“ გამართა. ონლაინ შეხვედრაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური კრიზისის პასუხად მსოფლიოში შრომის ბაზრისთვის ახალი უნარებისა და კვალიფიკაციების შეთავაზების საკითხები განიხილეს, მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლების განაცხადების მიღება გრძელდება
ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“.ნუნუ მიცკევიჩმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა, რომელიც დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება.
მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი გრძელდება და 26 სექტემბერს დასრულდება.
ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო.
ნუნუ მიცკევიჩმა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.