ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სკოლების მზადყოფნას ადგილზე ეცნობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

15 თებერვლიდან სამი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა დასწრებითი ფორმით წარიმართება.

პრემიერ-მინისტრი მიხეილ ჩხენკელთან ერთად თსუ-ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლის აღსანიშნავად უნივერსიტეტს ეწვია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად, მეორე კორპუსის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინიციატივით, განახლებული რეკომენდაციების შესახებ სკოლები მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროპის უნივერსიტეტში, რექტორთან ნინო ტალიაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი საზეიმოდ გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რინა კალიურანდს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესძლებლობები განიხილა.

ეკატერინე დგებუაძე სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პროფესიული განთლების შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს

მსოფლიო ბანკის პროექტის - „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“-ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, 2021 წლის 4 თებერვალს საქათველოს პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები დაიწყო.

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ონლაინ რეჟიმში შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

202-ე საჯარო სკოლას განმავითარებელი რესურსები გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პოლონეთის „განათლების განვითარების ცენტრმა“ ერთობლივი პროექტის „მეგობრული სკოლის“ ფარგლებში ქალაქ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას განმავითარებელი რესურსები გადასცეს.

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

75 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი თემურ წიკლაური

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ჩხენკელთან ერთად ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა.