ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

ბათუმში ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი აშენდა

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ახლად აშენებულ სკოლასა და კამპუსს აერთიანებს. მისი ფართობი ჯამში 7700 კვადრატული მეტრია.

ლანჩხუთში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო

ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

1-ლი თებერვლიდან სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებაში მსოფლიოს ორი უმსხვილესი კომპანია მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს “IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის “IBA” (ბელგია) წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ყველა მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელი: „განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს"

„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის, ბუნებრივი გარემო სწორედ საკლასო ოთახია. რაც შეეხება დიდი ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის თქმით, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო.

სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ფორუმში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება.

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

18 იანვრიდან „ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

18 იანვრიდან, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ განახლდა.

91 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი გივი კასრაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრისა და რეჟისორის გიორგი (გივი) კასრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს, 60 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს, 60 წლის იუბილეს ულოცავს:

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.