ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს:

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგი გამართა

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად გაგრძელდება.

ოლიმპიურ, პარალიმპურ და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებული სპორტსმენების სტიპენდია გაორმაგდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ და დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ.

სამინისტროს ინიციატივით „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის“ სამი მონაწილე თბილისის კონსერვატორიაში გიტარის კლასში სპეციალურ კურსს გაივლის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური პროექტი „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი“ ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ქუჩის მუსიკოსებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით ერთობლივი კონცერტის ნახვა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის საახალწლო ეთერში შეეძლო.

მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში საჯარო სკოლა აშენდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში საჯარო სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: სტუდენტების 1/3-ს სწავლის გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზა აშენდა

ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეებისთვის განმავითარებელი აქტივობების კრებული შემუშავდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მოამზადა „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, რომელიც მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი, სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სამინისტროს ორგანიზებით ვებინარი - „მასობრივი სპორტი და ფიზიკური აქტივობა - გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომლის მთავარ თემას მასობრივი სპორტის განვითარება და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები წარმოადგენდა. ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები მასობრივი სპორტის თემაზე.

სამინისტროს 2020 წლის ანგარიში – „პანდემია და ზოგადი განათლება საქართველოში“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების, აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში დისტანციური სწავლების განვითარების კუთხით უწყების თანმიმდევრული პოლიტიკის, მუშაობისა და მიღწეულ შედეგების შეფასებაა წარმოდგენილი.

პროფესიულმა კოლეჯმა „იბერია“ ინოვაციური პროექტი „რობოტიკის სკოლა“ განახორციელა

პროფესიულმა კოლეჯმა „იბერია“ დაინტერესებული პირებისთვის პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინოვაციური პროექტი „რობოტიკის სკოლა“ წარადგინა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

პანდემიის პირობებში პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტრომ არაერთი ინიციატივა განახორციელა

პროფესიულ განათლებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი.

ეკატერინე დგებუაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და მათ ჩატარებული კვლევის „ინკლუზიური განათლება პანდემიამდე და პანდემიის პირობებში“ შედეგები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა კვლევის შედეგები განიხილეს და საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

პროექტის „პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას და მედიას ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიის მიუხედავად, წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო, მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობასა და ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ კულტურის მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და პანდემიის პერიოდში კულტურის სფეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.