ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

მიხეილ ჩხენკელი: „ქვეყნის განათლების სისტემის მთავარმა მეგა-პროექტმა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო“

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი: „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 15 ათასამდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა“

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც, პანდემიის მიუხედავად, უმოკლეს დროში ეფექტურად განხორციელდა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორცილებული საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა განხორციელდა

ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და კვალიფიკაციების მოთხოვნა-მიწოდების შესახებ კვლევა განხორციელდა.

ახალგაზრდა თაობა „ლაზიერის გამბიტის“ დიდების კვალდაკვალ – „ვაშინგტონ პოსტი“ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ქალებს სტატიას უძღვნის

„ქართველი ქალები, როგორც ჭადრაკის ლეგენდები საბჭოთა ეპოქაში – ახალგაზრდა თაობა „ლაზიერის გამბიტის“ დიდების კვალდაკვალ“ - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ქალებზე, საქართველოში ჭადრაკის ისტორიის განვითარებაზე, ქალთა ფენომენალურ მიღწევებსა და ახალი თაობის წარმატებებზე.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე ისაუბრა, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ მოიპოვა.

მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიის მიუხედავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად განხორციელდა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი მიზანია, გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა“

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტის მიმართულებით მიღწეული შედეგების, სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „დაგეგმილია კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, აქტიურად მიმდინარეობს მზადება მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებში საქართველოს მონაწილეობისათვის“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დღის წესრიგში დადგა კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა.

მიხეილ ჩხენკელი: „გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსებს როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, მეცნიერებაში განხორცილდა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მიხეილ ჩხენკელი: „მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე“

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და იმ სიახლეებზე, რომლებიც ამ სფეროს დაფინანსების კუთხით არის დაგეგმილი.

მიხეილ ჩხენკელი: „უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ უმნიშვნელოვანეს მეგა-პროექტზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორცილდა.

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში პროფესიული განათლების მიმათულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე პროფესიულ განათლებაში 2020 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და მასწავლებლების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, რეჟისორის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრსა და კინოს ემსახურებოდა და ქართული თეატრის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა.

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა. სამიტის გახსნაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მიიღო.