სიახლეები

მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემიის ,,ლიტერა მთარგმნელებისთვის 2020“ გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარებული პირველი მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დღეს, 18 დეკემბერს, ცნობილ ქართველ მხატვარს, გივი თოიძეს 88 წელი შეუსრულდა
გივი თოიძე შოთა რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი და საქართველოს სახალხო მხატვარია. მისი შემოქმედებაში ძირითადი ადგილი უკავია ძველი თბილისის, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებს, ჟანრულ სურათებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებსა და მონუმენტურ მხატვრობას.
2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მეათე ფორუმს უმასპინძლებს
2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს. შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან – გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონმა მოაწერეს.
ენერგეტიკის სფეროში პროფესიული კადრების მომზადების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს (GIDE)“ შორის საგანმანათლებლო დებატების განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და GIDE-ს ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მოაწერეს.
პიესების კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“ გამარჯვებული გამოვლინდა
გამოვლინდა გამარჯვებული პიესების კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“, რომელიც პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად ჩაატარა.
ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით მრგვალი მაგიდა გაიმართა
ევროპის სასწავლო ფონდისა (ETF) და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIAS) ორგანიზებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი დონის მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
მხარი დავუჭიროთ ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს!
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა.
ქართველი სპორტსმენები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართველმა სპორტსმენებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ყოველწლიურ, 16-დღიან გლობალურ კამპანიაში (25 ნოემბერი - 10 დეკემბერი) მიიღეს მონაწილეობა და საზოგადოებას პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. კამპანიას შეუერთდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები.
ქართველმა სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გერმანიაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ერთობლივი ძალისხმევით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტებმა გერმანიაში ხუთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს.
ეკატერინე დგებუაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტებმა, სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და პანდემიის პერიოდში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.ევროპის საბჭოს კამპანიას - სპორტის სფეროში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ საქართველო შეუერთდა
10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა.-098765.jpg)
82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორისა და კინოოპერატორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
პროფესიული განათლების განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი დოლარი გამოყო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გამოყო.
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის ცხრა ახალი პროექტი იწყება
პროფესიული განათლების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა-ახალი შესაძლებლობები“ გახსნა.
მიხეილ ჩხენკელი თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ონლაინ ფორმატში გახსნა. კვირეული, რომლის მიზანს Covid-19-ის ფონზე პროფესიულ განათლებაში მიმდინარე გამოწვევების ანალიზი, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს, დღეს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ. „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ ეძღვნება ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულს (European Skills Week), რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.
ფესტ ი ნოვა 2020-ის ფარგლებში ონლაინ გამოფენა გაიმართება
5 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-12 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ონლაინ გამოფენა „არს გარიყულა“ გაიხსნება.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში Georgian-Baltic Bridge ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულმა პლატფორმამ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა:სიახლეები ვერ მოიძებნა.