ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით სკოლების მონახულებას აგრძელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, სკოლების მონახულებას განაგრძობს.

მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

ეკატერინე დგებუაძე თბილისის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესს ეცნობა

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სისტემატურად ეცნობა სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას და ადგილზე აფასებს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ზომებს.

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს მინისტრს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონს უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

სასწავლო პროცესის განახლების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სხვადასხვა სკოლას ეწვია

პანდემიის პერიოდში პირველად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სწავლა სკოლის შენობებში გაგრძელდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სხვადასხვა სკოლებში პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.

თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გრძელდება

15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება. სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პირველ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად, თბილისის 155-ე, 142-ე, და 159-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

დღეიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ

დღეიდან, 15 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი.

ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის დასაწყისიდან, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება.

მიხეილ ჩხენკელმა მეორე სვირის საჯარო სკოლის მასწავლებელს 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ცისანა ჭაბუკიანი მოინახულა და 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებები საჭირო რესურსებით აღჭურვილია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგი სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.

მიხეილ ჩხენკელი ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - შუაგორისა და ინაშაურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება. კონკურსს ორგანიზებას გაუწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება გრძელდება

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აქბარ ყასემ ალიაბადის უმასპინძლა და დანიშვნა მიულოცა.

მოსწავლეები სასწავლო პროცესს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გააგრძელებენ

15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, სადაც მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2021 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის N16 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი, პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე.

11 თებერვალი ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეა!

ეს დღე 2011 წლიდან, გაერთანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 11 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა.

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები განახლებული რეკომენდაციებით უზრუნველყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დასწრებითი სწავლების პირობებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.