ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო.

პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით აუდიტორიებში გაგრძელდება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-ლი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა.

სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია (2021) დაამტკიცა.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის №2, №4, №5 და №47 საჯარო სკოლებს ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლების მიერ ვირუსის პრევენციისთვის მიღებული უსაფრთხოების ზომები ადგილზე შეაფასა.

მიხეილ ჩხენკელმა სისტემაში შემავალი უწყებებისთვის შემსუბუქების ვადები და მექანიზმები განმარტა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, მუშაობას განაახლებს საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გარემო.

მიხეილ ჩხენკელმა ვესტმინსტერის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ონლაინ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვესტმინსტერის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ონლაინ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ფესტივალი, რომელიც ძირითადად სამხრეთ კავკასიაში უნივერსიტეტის საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

მიხეილ ჩხენკელი: „მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელი დაინერგება, რომელიც მეცნიერების კლასტერულ განვითარებასა და მომიჯნავე დარგების ერთი სივრცის ქვეშ ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოში მეცნიერების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიის მიუხედავად, საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2021 წელს საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სპორტსმენების სასტიპენდიო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.

მიხეილ ჩხენკელმა კომიტეტის წევრებს კულტურის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კულტურის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს პანდემიის პერიოდში კულტურის სექტორისთვის სამინისტროს მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები გააცნო.

სტუდენტთა და მეცნიერთა მხარდასაჭერად სამინისტროში მუშაობა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მიმდინარეობს

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზე მუშაობაც სამინისტროში აქტიურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს.

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის დანერგავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უდიდესი მასშტაბის მოვლენაა.

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული სიახლეები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ ახალ ინიციატივებსა და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც ამ სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.

მიხეილ ჩხენკელი: „სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო“

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების შესახებ ისაუბრა და პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდამჭერი პროექტები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსთან მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს მიმდინარე ერთობლივი პროექტი განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) განხორციელების დეტალები განიხილა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

ეკატერინე დგებუაძე დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ დიდუბის რაიონის №10, № 22, №116 და №166 საჯარო სკოლები მოინახულეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროფესიულ განათლებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა - განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ განახლებული ვებგვერდის www.vet.ge პრეზენტაცია გამართა.

მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის სამუშაო შეხვედრა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ სამუშაო შეხვედრა გახსნა. ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრა საქართველოში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებასა და ხარისხის გაუმჯობესებას მიეძღვნა.