ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

თეონა არახამია - უფროსი სპეციალური მასწავლებელი

თეონა არახამია: „როდესაც მოსწავლესთან შედეგს ვაღწევ, მაშინ ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ. ეს შედეგი ღირდა გადალახულ სირთულეებად.“

სკოლებში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო.

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ონლაინ საერთაშორისო სემინარი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სემინარი „მათემატიკა საქართველოს საშუალო განათლების საფეხურის სასწავლო კურიკულუმში: საგანმანათლებლო გეგმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ გახსნა, სადაც ცნობილმა მათემატიკოსმა, მათემატიკური განათლების რეფორმის ავტორმა და ტექნოლოგიების სპეციალისტმა კონრად ვოლფრამმა წაიკითხა მოხსენება ახალი თამამი იდეის შესახებ მათემატიკის სწავლების მიმართულებით.

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

თამარ ქიტიაშვილი: პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამჯერად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად კოლეჯში იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო.

31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, პარლამენტში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

ეკატერინე დგებუაძე: ჩვენი მიზანია სკოლებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნო.

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

უნივერსიტეტებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული და კლინიკური სამუშაოები უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში მიმდინარეობს

1-ლი მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

2021 წელს ფუნდამენტური კვლევების კონკურსისთვის 8 მილიონი ლარი გამოიყოფა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2021 წელს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტით, 8 მლნ ლარით დაფინანსდება. წინა წლებთან შედარებით, ეს თითქმის გაორმაგებული ბიუჯეტია, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში.

პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად პროფესიული კოლეჯების მონიტორინგი სისტემატურად გაგრძელდება

საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დღეიდან უკვე დასწრებული ფორმით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო.

სპორტული ორგანიზაციების აღიარებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო“. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 აპრილი.

„მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ – პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

დასრულდა პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბანკი ახორციელდებდა.

ეკა ღვინიაშვილი - უფროსი სპეციალური მასწავლებელი

ეკა ღვინიაშვილი: „სკოლაში მარტო კი არ ვასწავლი, არამედ თავადაც ვსწავლობ, როგორც ჩემი კოლეგებისგან, ასევე მოსწავლეებისგან. მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა, ის ფაქტი, რომ მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს.“

მიმდინარე კვირაში საქართველოს მასშტაბით ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1% გამოუვლინდა

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა.

ოკუპაციის 100 წელი

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ევროპული კვლევების საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი – Starting Grants გამოცხადდა და მისი ბიუჯეტი 619 მლნ ევროს შეადგენს.

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ ახალგაზრდობის ახალი სივრცე გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტომ ქუთაისის კოლეჯში „იბერია“ ახალგაზრდობის ახალი სივრცე გახსნა, სადაც ქუთაისელი ახალგაზრდები სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და ინიცირებას შეძლებენ. აღნიშნული სივრცის შექმნა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომლის მიზანი მუნიციპალური ახალგაზრდული აქტივობების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.