სიახლეები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის Erasmus+ sport პროგრამის პირველი გრანტი მოიპოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის Erasmus+ sport პროგრამის მიმართულებით გრანტი პირველად მოიპოვა. პროექტის სახელწოდებაა „IntegriSport Next” და იგი კოლაბორაციული პარტნიორობის ფორმატში განხორციელდება.არდადეგების დასრულების შემდეგ სამინისტრომ სკოლებში მონიტორინგი განაახლა
საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში. სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ამჯერად ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
პროფესიული განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციასა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ და ცენტრის პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს ხელი.
პროფესიული სტუდენტები აუდიტორებს დაუბრუნდნენ
პროფესიულ კოლეჯებში, პრაქტიკული სწავლების დასწრებული ფორმით აღდგენის შემდეგ, 15 მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებშიც განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ეწვია და ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ გაწეულ სამუშაოებს.
სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში დასაბრუნებლად სპეციალური პროგრამა აამოქმედა
პირველად, საქართველოს განათლების სისტემაში, სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“..jpeg)
თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მესამედ ჩატარდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, თბილისის და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
ნათია წიფურია - უფროსი სპეციალური მასწავლებელი
იმისთვის, რომ სპეციალური მასწავლებელი გამხდარიყო, ნათია წიფურიამ ისწავლა სამაგისტრო პროგრამაზე „სპეციალური განათლება“. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა.
საგაზაფხულო არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე მასწავლებლებს Covid ტესტირება უტარდებათ
საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 15 მარტს, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში განახლდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს კლასტერული ოფისის დირექტორთან თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) კლასტერული ოფისის დირექტორთან კრისტა პიკატისთან. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.
შშმ და სსსმ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით ახალ პროექტი შეიქმნა
12 მარტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით, ახალი პროექტი შექმნა, რომლის ფარგლებშიც „მშობლის სკივრის“ პორტალზე პირდაპირი ჩართვების სერია დაიწყება.
საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში ორი მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ორი მემორანდუმი გააფორმეს.
სახელოვნებო სფეროსთვის რეგულაციების ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით თეატრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ეტაპობრივად განახლებისათვის ემზადება.
რუსთაველის ფონდმა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსები გამოაცხადა
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სახელმწიფო საგრანტო კონკურსები გამოცხადდა.
2021 წლის მარტში საქართველოში ფრანკოფონიის თვე აღინიშნება
ყოველწლიურად ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით აღინიშნება.
ბორჯომში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამდროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან.პროფესიულ კოლეჯებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო გარემო
საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 მარტიდან სტუდენტების აუდიტორიებში მისაღებად ემზადებიან, მანამდე კი პრაქტიკული სწავლება დასწრებული ფორმით, უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის პარალელურად სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების მხარდამჭერ მონიტორინგს ახორციელებს.
უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგი გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები ადგილზე შეაფასა.
ხაშურში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელმა დამსახურებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ულოცავს:სიახლეები ვერ მოიძებნა.