სიახლეები

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ!
2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მობილობის პირობები განისაზღვრა.ეკატერინე დგებუაძე სკოლების მონიტორინგს აგრძელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პირადად შეაფასა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები.
ნინო დოჯურიშვილი - უფროსი სპეციალური მასწავლებელი
ნინო დოჯურიშვილი - „როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლება გამოწვევების წინაშე იდგა, საჭირო იყო კვალიფიციური კადრები. გადავწყვიტე, ამ განხრით გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე, გავმხდარიყავი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და პოზიტიური გავლენა მქონოდა იმ ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად 2000-ზე მეტი საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის წარმომადგენელთა ჯანმრთელობა ორ კვირაში ერთხელ კონტროლდება
სკოლებში პედაგოგთა ტესტირება პროტოკოლით განსაზღვრულ ვადებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სკოლებში კოვიდინფიცირების რისკი ისევ დაბალ მაჩვენებელზეა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.
კასპის კოლეჯი პირველ პროფესიულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილს იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 82 წლის იუბილეს ულოცავს:
მიხეილ ჩხენკელი მონიტორინგის მიზნით თბილისის 118-ე და 208-ე საჯარო სკოლებს ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.
აჭარაში ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა
აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი და ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდიც ესწრებოდნენ.
ეკატერინე დგებუაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად აჭარაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის პროცესს ეცნობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებიან.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო სახელმძღვანელოების გრიფირების საჯარო განხილვის პროცესი გახანგრძლივდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს წარმატებით აგრძელებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შეიქმნას, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიფირების პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობის გამო, სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის ვადა 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.
თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მეოთხედ ჩატარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემურ სავალდებულო ტესტირებას აგრძელებს. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ტესტირება უკვე მეოთხედ ჩატარდა.
ალვანში კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე ახალი სახელოსნო შენდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედ კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.
კახეთის რეგიონის კოლეჯებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და პროფესიულ სასწავლებლებში დაცულ სანიტარულ ნორმებს კახეთის რეგიონის პროფესიულ სასწავლებლებში გაეცნო.
ეკატერინე დგებუაძემ დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ რიგით მე-5 კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი მიზანია ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით:
სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა
საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.
ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება
განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგი გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა.
სამშენებლო სექტორში პროფესიული კადრების მომზადების საკითხებზე დასაქმების ფორუმი გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ონლაინღონისძიება გამართა: საჯარო-კერძო დიალოგი - პროფესიული განათლება მშენებლობაში: თანამშრომლობა და განვითარების პერსპექტივები და მშენებლობაში დასაქმების ონლაინფორუმი.სიახლეები ვერ მოიძებნა.