სიახლეები

სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების თანამედროვე სტანდარტების სახელოსნო შენდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება
ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში პროფესიული სტუდენტები მონაწილეობენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც დუალური პროგრამის სტუდენტებსა და მათ პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდა და პროგრამის შესახებ მათი შეფასებები მოისმინა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა, რომელიც საქართველოში ფრანგული უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კლასიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
„2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!
პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ქუთაისის კოლეჯ „იბერიას“ პროფესიული სტუდენტები განახლებულ გარემოში ისწავლიან
ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. პროფესიული სტუდენტები განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში გააგრძელებენ სწავლას.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულიად საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საყურადღებოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.
უნივერსიტეტებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი კურსები დაინერგება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) - ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, სპეცმასწავლებლებისთვის ახალი კურსები მომზადდა.
მიხეილ ჩხენკელმა ავსტრიის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელა.
„მსოფლიო საფოსტო კავშირმა“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს ფოსტა“ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსს გამართავს.
ახალი სასწავლო წლიდან პროფესიულ სტუდენტებს ზუგდიდში თანამედროვე კოლეჯი ექნებათ
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.
სამართლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
უმაღლესი იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრებმა – მიხეილ ჩხენკელმა და გოჩა ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.
მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრი კარაბალის უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
მიხეილ ჩხენკელი: „დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის „ტელესკოლას“ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროექტ „ტელესკოლის“ ერთი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, განათლების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ „ტელესკოლას“ უკავშირდება. ეს არის პროექტი, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები.
პანდემიის პერიოდში პროფესიული განათლების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები შეჯამდა
ტურიზმის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების პროექტის ფარგლებში, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პანდემიის პერიოდში და სამომავლო ტენდეციები“.
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში, რომლის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ქვეყნების მიერ განათლების უწყვეტობისა და ტრანსფორმაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება წარმოადგენდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.