სიახლეები

სამინისტრო UNICEF-თან და საერთაშორისო ექპერტებთან თანამშრომლობით მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის რეგულაციებს აძლიერებს
პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.
მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა
ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადას (EGMO 2021) წელს საქართველომ უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეჯამდა
საინფორმაციო კამპანიის პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ტრენერები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
ქართული ენის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
მიხეილ ჩხენკელმა ცნობილ ენათმეცნიერს დამანა მელიქიშვილს დედაენის დღე მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, დამანა მელიქიშვილს ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს:
ნუნუ მიცკევიჩმა სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებთან Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. განახლდა და გაძლიერდა პროგრამის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში კი მოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებიც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისიას შეასრულებენ.
ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
აპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ
საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.
სოფიკო ცირგაია – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
„სპეციალური მასწავლებლის წარმატების საიდუმლო მოტივაცია, ინტერესი და პროფესიის სიყვარულია. ეს ის სფეროა, სადაც პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად თეორიულ ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტესტირება მეხუთედ ჩატარდა
თბილისის 144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება უკვე მეხუთედ ჩაუტარდათ.
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას თბილისში განახლებული ოფისი აქვს
ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 750 ათას ლარამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. ამ ეტაპზე ოფისის ინვენტარით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტები ინერგება
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება.
ქალაქ ხონში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება
ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
პანდემიის პირობებში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით მსჯელობა გაიმართა
მსოფლიო პანდემიის პირობებში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და კერძო სექტორი გაერთიანდა.
მიხეილ ჩხენკელმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.
დასავლეთ საქართველოში მალე ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.
იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება
იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება.
დაბა ჯვარში სამი სასწავლო სახელოსნო შენდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა.სიახლეები ვერ მოიძებნა.