სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კახი კავსაძის გარდაცვალებას უსამძიმრებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ბატონი კახის ოჯახსა და ახლობლებს:
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გახსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციების წევრები არიან.„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021“ დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.
მასწავლებლის სახლი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად შემდეგ კონკურსებს აცხადებს:
სკოლებში ჰიგიენის დაცვაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა
როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.
უფროსი სპეციალური მასწავლებელი - ქეთევან გოგოლაძე
„არ არსებობს უნარი, რომლის განვითარებაც სწორად მუშაობის შემთხვევაში შეუძლებელია,“ - აცხადებს თბილისის №31 და №114 საჯარო სკოლების პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე, რომლის გამოცდილებით, სპეციალური მასწავლებლისთვის ყველა რგოლზე მუშაობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ კომპლექსურ მუშაობას მოაქვს შედეგი.
მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი საექსპოზიციო დარბაზი დაათვალიერა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ქართველი ემიგრანტების პირადი ბიბლიოთეკები და სხვა მემორიალური ნივთები ერთიან სივრცეში განთავსდა.
სავალდებულო ტესტირება თბილისის 32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს და პერსონალს ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება თბილისსა და რეგიონებში შეუფერხებლად გრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტესტირება ამჯერად თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.
უქმე დღეების ასანაზღაურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ერთი წლით გადმოიბარა
UNESCO-ს პროექტის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ოფიციალურად გადმოიბარა. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ქალაქი ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში ატარებს.
სამინისტრო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მოსწავლეზე ძალადობის ფაქტის შესახებ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება მოზარდზე ძალადობისა და მოსწავლის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და გმობს სკოლაში მომხდარი ნებისმიერი სახის ძალადობას.მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს წიგნები აჩუქა
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა.
მიხეილ ჩხენკელი: „წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას წიგნის დღეს ულოცავს და კამპანიაში #აჩუქეწიგნი ჩართვისკენ მოუწოდებს:
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა
პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა.
მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის“
ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაესწრო.
მსუბუქი მრეწველობის სექტორთან თანამშრომლობა გაძლიერდება
საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების გამოსავლენად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში კვლევა ჩატარდა. კვლევის საფუძველზე რეალური პოტენციალის მქონე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოვლინდა, თუმცა ასევე გამოიკვეთა სექტორში არსებული გამოწვევები, მათ შორის, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, ბაზარზე წვდომის სირთულეები და სხვ.ფიქრია ფირცხალაიშვილი - უფროსი სპეციალური მასწავლებელი
„პროფესია, რომელსაც ვემსახურები, ძალიან მიყვარს. ჩემი მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ვამაყობ, როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლეს დღეს ის გამოუვიდა, რაც გუშინ ვერ შეძლო.
გასული კვირის განმავლობაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა პროცესი კონტროლს ექვემდებარება
ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები შეირჩნენ
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წელს პირველად განახორციელა სერტიფიცირების პროცესი და ორასზე მეტი მონაწილიდან ორმოცი სპეციალისტი შეარჩია.სიახლეები ვერ მოიძებნა.