ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს რიგით მერვე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ

უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისა მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება.

ევროკავშირის მხარდაჭერით განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან.

სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით მსჯავრდებულები სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის – №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან.

„ბოლო ზარი – 2021“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გამართულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაში სახელწოდებით: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ლოტბარისა და კომპოზიტორის ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებისა და ღვაწლის პატივსაცემად, მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

ოზურგეთში ახლად რეაბილიტირებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გაიხსნა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ 153-ე სეზონი ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერით - „მონატრება - ნუ გააღვიძებ“ გაიხსნა (რეჟისორია ვასილ ჩიგოგიძე).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელთან ერთად სოფელ ზედა ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა, ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება.

სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადყოფნაშია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.

სკოლებში მასწავლებელთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 13 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება. სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.

სკოლებში კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაცია ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მასწავლებლებს ჩაუტარდათ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად გრძელდება

უქმეების პარალელურად სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად გრძელდება.

ქრისტინე გელბახიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

„საყვარელ საქმეში ცდილობ მთელი გული და ენერგია ჩადო. მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღემდე არ შემიწყვეტია“, - ამბობს თბილისის №60 საჯარო სკოლის სპეციალური პედაგოგი ქრისტინე გელბახიძე, რომელიც შესაბამისი სამაგისტრო განათლების საფუძველზე 2021 წლიდან უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა.

უქმეების შემდეგ სკოლებში სწავლის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად სადღესასწაულო დღეებში სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს

უქმე დღეების დაწყებამდე, საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართა.

სკოლის პერსონალის Covid-19-ზე ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

ქვეყანაში გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკის ფონზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებმა ახალი სასერტიფიკატო პროგრამების დანერგვის შესახებ პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს

გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების ტრენინგისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზაცია“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც აგროდუო და მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეეხებოდა სოფლის მეურნეობაში, პროცესში ჩართულმა მხარეებმა, სფეროს ექსპერტებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დარგში უნარების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

რუსთაველის ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის ფარგლებში ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს და თავიანი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები წარმოადგინეს.