ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა რიგით მეცხრე კოვიდტესტირება ჩატარდა

რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა დღეს თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში, სადაც ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

I-XII კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.

მიხეილ ჩხენკელი: „ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ნათია შერბაკოვა – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

ნათია შერბაკოვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან 2015 წლიდან მუშაობს, იმ დროიდან, როდესაც ინკლუზიური განათლება დიდი გამოწვევის წინაშე იდგა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არამედ მათდამი დამოკიდებულების შეცვლა, მიმღებლობის გაზრდა, სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლების გაძლიერება.

სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიწია

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.

მიხეილ ჩხენკელმა Horizon Europe-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Horizon Europe-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა, სადაც ევროკომისიის ექსპერტებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამის ზოგად სტრუქტურაზე, დაფინანსების სქემებსა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

კოლეჯებს ტურ-გიდების პროგრამის განხორციელებისთვის შესაბამისი ინვენტარი გადაეცა

USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ახალციხის, გორის, კაჭრეთისა და ზუგდიდის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტურ-გიდების პროგრამის განხორციელებისთვის შესაბამისი ინვენტარი გადაეცა. ღონისძიება საგამოფენო სივრცე ექსპოჯორჯიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებმა მიიღეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბერნარ უტიე, ქეთევან ასათიანი, რუსუდან კობახიძე და ლეხ კონჩაკი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე და თბილისში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი დააჯილდოვა. ორბელიანების სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

განათლების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განათლების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა – 2021 გაიხსნა, რომელიც 27-28 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

მიხეილ ჩხენკელი: „ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სამინისტრო და საქართველოს ავეჯის კლასტერი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებსა და საქართველოს ავეჯის კლასტერის დამფუძნებლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დღემდე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

უფროსი სპეციალური მასწავლებელი ნინო ხიმშიაშვილი – „დაიცავით საკუთარი და მოსწავლის უფლებები“

სპეციალური პედაგოგი ნინო ხიმშიაშვილი 2021 წლიდან თბილისის №55 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია. წარმატების შესაძლებლობა მას შესაბამისი სამაგისტრო განათლებით მიეცა, რაც მის ანაზღაურებაზეც აისახება.

კოლეჯის „კონსტრუქტ2“ განვითარებისთვის პარტნიორობა გაღრმავდება

ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კოლეჯის მიღწეული შედეგები შეაჯამებს და მისი განვითარების გზებზე იმსჯელეს.

სკოლებში ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია

13 მაისიდან, სასწავლო პროცესის განახლებიდან, 21 მაისის ჩათვლით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

საქართველოს ფოსტამ პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ საფოსტო მარკა გამოსცა

საქართველო 2020 წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ საფოსტო მარკა გამოსცა, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო ატრიბუტს წარმოადგენს.

საინვესტიციო ფორუმზე გურიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით, ოზურგეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა, პოტენციურმა ინვესტორებმა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა პანდემიის შემდგომ პერიოდში რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე იმსჯელეს.

ეკატერინე დგებუაძემ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაგიფ სეიდბაილის უმასპინძლა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია. ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები.

მიხეილ ჩხენკელი: „გისურვებთ, რომ ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდეთ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.