სიახლეები

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით საქართველოში გასტრონომიული მიმართულების ახალი სკოლა დაფუძნდება
ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით საქართველოში გასტრონომიული მიმართულების სკოლა დაფუძნდება. გასტრონომიული მიმართულების სკოლა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყებს ფუნქციონირებას და პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისათვის.
მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს.
ეკატერინე დგებუაძემ ჰააგის რეკომენდაციების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით ჰააგის რეკომენდაციების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის პანელის მთავარ თემას წარმოადგენდა – ჰააგის რეკომენდაციებისა და მრავალენოვანი სწავლების როლი ციფრული განათლების ეპოქაში.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობისთვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
ბავშვთა უფლებების, მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროფესიული სტუდენტების სამეწარმეო იდეების მხარდასაჭერად ჰაკათონი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა „მაშავის“ მხარდაჭერით, პროფესიულ კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ინოვაციური პროექტი განხორციელდა.
მიხეილ ჩხენკელი: „ეს არის ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად ახალ აკადემიურ პროგრამას დაიმატებს“
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პრემიერ-მინისტრმა ის ადგილიც მოინახულა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.
მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს, დაბადების დღეს ულოცავს.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გამართა
საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელსაც განათლების და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი და მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კოლეჯია.
სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად საერთაშორისო კვლევა ჩატარდა
ევროპის ტრენინგების ფონდისა (ETF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი კვლევის „ინკლუზიური უნარები სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციური საწარმოების განვითარებისთვის COVID-19-ის შემდგომ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული 117-ე სკოლა გახდა
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" ღონისძიება თემაზე: "წიგნი ჩვენ და გარემო".
თამარ კაველიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
„ჩემთვის თითოეული ბავშვი ძალიან ძვირფასია. დღემდე მახსოვს ყველა იმ მოსწავლის ინტერესი, საყვარელი ნივთი თუ სურვილები, რომლებთანაც მიმუშავია“, – აცხადებს თბილისის 143-ე და 22-ე სკოლების წარმატებული სპეციალური მასწავლებელი თამარ კაველიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მშობლებთან და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის, ამასთანავე, უზარმაზარი ენერგიისა და შემართების გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა.
მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის შესახებ ონლაინ ღონისძიებები გაიმართა
პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და სხვადასხვა პროფესიების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, სკოლებში სახალისო და შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები გაიმართა.
ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება
საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება.
ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტები სემესტრის დასრულებას დისტანციურად შეძლებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გერმანული ენის დიპლომების (DSD) მიღება მიულოცა
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში გერმანული ენის დიპლომების – DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. წელს 21-ე სკოლაში 39 DSD-დიპლომი გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების 90%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლებში მონიტორინგი და მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება
2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და შრომის ბაზრის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ეფექტური კოორდინაციისთვის ერთიანი პლატფორმა შეიქმნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.
საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება
2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება.სიახლეები ვერ მოიძებნა.