ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

კოლეჯ „სპექტრში“ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა

პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიზნეს სექტორმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა 5 წლის ვადით ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო.

სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში დაინტერესებულ პირებს იწვევს

მიმდინარეობს მუშაობა 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და 2022-2023 სამოქმედო გეგმაზე. სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ საქართველოში (UNHCR) საჯარო სკოლებს ტექნიკა გადასცა

თბილისის N81, N23 და გარდაბნის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლას, სადაც ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების ქართულ ენას სწავლობენ, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ საქართველოში (UNHCR) ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.

მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს

„ძვირფასო მოსწავლეებო, მსურს, მოგილოცოთ 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება! ვინაიდან პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია გამკლავება ვირუსის შედეგებთან.

2021 წლის საგამოცდო რეგულაციები ცნობილია

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

სასწავლო წლის დასრულება ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას შატილის სკოლიდან მიულოცა

2020-2021 სასწავლო წლის დასრულების დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ დავით ნოზაძესთან ერთად შატილის სკოლას ეწვია და მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სრულიად საზოგადოებას სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცა.

სასწავლო წლის დასრულება მიხეილ ჩხენკელმა მე-200 სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მე-200 სკოლას ეწვია და სასკოლო საზოგადოებას 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა.

2021 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდების დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო ჯგუფის წევრებთან ერთად ყველა საორგანიზაციო დეტალი განიხილა

ქვეყანაში ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ყველა ის საორგანიზაციო დეტალი განიხილა, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ და პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარებას უზრუნველყოფს.

ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ითანამშრომლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის, ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სტანდარტი წარმატებით ინერგება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ავტორიზაციის ეროვნული საბჭოს წევრების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის პროცესი, გამოწვევები და გაწეული სამუშაო შეფასდა. შეხვედრაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ სამხარაძემ მიიღეს.

მიხეილ ჩხენკელი: „ერთობლივი ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს:

მარნეულში კოლეჯი „მოდუსი“ გახსნისთვის ემზადება

ახალი სასწავლო წლიდან ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას უკვე მარნეულში, კოლეჯ „მოდუსის“ თანამედროვე სასწავლო სივრცეში შეძლებს.

ლელა ფაიქიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

„სპეციალური მასწავლებელი ეს არის პროფესია, როდესაც ყოველდღიურად იცვლება შთაბეჭდილებები, მუშაობის სტილი და ტაქტიკა“, – ამბობს 61-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ფაიქიძე, რომელსაც უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი 2021 წლიდან მიენიჭა.

პროფესიულ განათლების სფეროში გერმანიასთან მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში გერმანიის ჩართულობასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და კერძო სექტორის სხვადასხვა სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პანდემიის პერიოდში ჩვენი ქვეყნის პროფესიული განათლების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები, შემდგომი ნაბიჯები და გერმანიასთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს უნივერსიტეტის დელეგაციასთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადელა დელა ტორე ხელმძღვანელობდა.

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში ახლად რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

თბილისის 31-ე საჯარო სკოლას ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი აქვს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედანი „ჯინო კაპიტალის“ დირექტორის, ნოდარ გიორგაძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.

2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში სრულდება

2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავ იკლო. ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა.

მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კემლინ ფურლესთან ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და საქართველოში მყოფ ლტოლვილთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.