ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

ნუნუ მიცკევიჩმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“ გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“ გახსნა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ისტორიული ხევი, თრუსო) წარსულისა და თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი აუზი გაიხსნა, რომელიც აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

უსაფრთხოების სფეროში კვლევისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ცენტრის უფროსმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს.

უმაღლესი განათლების საფეხურზე სატყეო განათლების ახალი პერსპექტივები

უმაღლესი განათლების საფეხურზე სატყეო განათლების გაძლიერების მიზნით, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ევროპული განათლების ფონდისა (ETF) და UNESCO-ს ორგანიზებით, თემაზე „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემების განვითარება: უნარები მწვანე და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ციფრულ ეპოქაში“ საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში გორის უნივერსიტეტში ევროპული სივრცის მოხატვა მიმდინარეობს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნება, რომელიც ევროკავშირის აღნიშნული ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, კერძოდ კი, რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება რიგით მეცხრე საგრანტო ოფისი საქართველოს მასშტაბით.

პროფესიული უნარების სააგენტო – განვითარების ახალი შესაძლებლობები პროფესიულ განათლებაში

პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გიორგი პერტაიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ სპეციალისტებთან ერთად სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი აკადემიკოსის გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრფირირების პროცესი დაასრულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. მასთან ერთად, სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაზო საფეხურის იმ სახელმძღვანელოების შეფასებაზე, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

მიხეილ ჩხენკელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლებული იაპონური ცენტრი გახსნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მათემატიკოს ოლეგ კვეტენაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი, ღირსების ორდენოსანი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის პედაგოგის ოლეგ კვეტენაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, კოლეგებს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას.

პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების ეროვნული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვა-განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, „პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების მესამე ეროვნული კონფერენცია“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და ხარისხიანი განათლების მაჩვენებლით ევროპის ათეულში მოხვდა

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებული 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და 56-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყანა 58-ე, ხოლო 2017 წელს – 66-ე პოზიციას იკავებდა.

სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ინტერნეტ სივრცეში ქართველ მეცნიერთა ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება

მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებას იწყებს. პროგრამა მოიცავს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას, მათ შორის - სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს.

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყება

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყებს.

ნინო ცხადიაშვილი – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

„ინკლუზიური განათლება, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს სპეციალური მასწავლებელი ნინო ცხადიაშვილი, რომელმაც 17 წლის ასაკში ზუსტად იცოდა, რომ ეს იყო პროფესია, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა და მთელი გულით შეიყვარებდა.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით USAID-ის 5 წლიანი პროგრამა ამოქმედდება

საქართველოში პროფესიული განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ამოქმედდება. ახალ პროგრამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა და პროექტის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.