ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8101

ფილტრი

ნაპოვნია8101

საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის, საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი გახსნა

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს 25-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველო მასპინძლობს. ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 8-14 ივლისს გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტურნირის გახსნის ღონისძიებაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების მიზნით ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ეკატერინე დგებუაძე სოციალური მუშაკების საქმიანობის შედეგებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა სკოლებში სოციალური მუშაკების ორთვიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამუშაო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა მიიღო.

თამარ ტაბიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან მუშაობა თამარ ტაბიძისთვის ერთგვარი გამოწვევაა. სკოლაში ის არა მხოლოდ მასწავლებელი, „მოსწავლეცაა“ – ბავშვების დახმარებით ბრაილის შრიფტს სწავლობს.

მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, გულითადად მივულოცო 4 ივლისი – დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში!

თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიულმა სკოლამ კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა-დეფილე გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიულმა სკოლამ „თეატრალური კოსტიუმის მკერავის“ და „თეატრალური კოსტიუმის აქსესუარისა და ქვილთის სპეციალისტის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელა. პროექტის ფარგლებში თეატრისა და კინოს კოსტიუმთა მხატვრები და აქსესუარების სპეციალისტები გადამზადდნენ, რომლებმაც სხვადასხვა ეპოქისა და თემატიკის ნამუშევრები შექმნეს, მათ შორის, ნაციონალური სამოსი, რენესანსის, ბაროკოს, როკოკოს ეპოქების კოსტიუმები და აქსესუარები, ქართული ქვილთითა და ნაჭრის მოხატვის ტექნიკით შესრულებული სამოსი და სხვა.

ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესების მიზნით ბათუმში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება

სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელწოდებით - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ აჭარის რეგიონში სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც 21 სექტემბერს ბათუმში ღია ცის ქვეშ გაიმართება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შეიქმნა

„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შემუშავდა.

OECD-ის ორგანიზებით საქართველოში მეწარმეობის დიგიტალიზაციის ხელშეწყობის თემაზე სემინარი გაიმართა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეულზე, კონკურენტუნარიანობის პროგრამის ფარგლებში, ონლაინ სემინარი გაიმართა, რომლის მთავარ თემას საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა ცენტრის პირველი დირექტორის ილია აბულაძისა და აკადემიკოს ელენე მეტრეველის განახლებული მემორიალური კაბინეტები. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და ცენტრის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა.

თამარ ქიტიაშვილმა გერმანიის ელჩს კოლეჯ „მერმისში“ უმასპინძლა

პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების ადგილზე გაცნობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯ „მერმისს“ ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ელჩის ინიციატივით, შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთანაც გაიმართა.

ქართველოლოგიის პოპულარიზაციისთვის კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ გამოცხადდა

ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1 ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებს ექნებათ.

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს

ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უდნა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.

საგამოცდო ცენტრები ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ქედისა და ახმეტის სკოლის მასწავლებლებს ელექტრონული უნარების განვითარებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ქედისა და ახმეტის სკოლის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა 10-თვიანი პროგრამა შეაჯამეს და შეხვედრის მონაწილეებს მიღწეული შედეგები და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ახალ სასწავლო კორპუსში განთავსდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული პროგრამების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. შენობაში ფუნქციონირებს თითოეული პროგრამისთვის განკუთვნილი ადაპტირებული აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო და სამკითხველო დარბაზები, ტრენინგ-ცენტრი, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სამუშაო და დასასვენებელი სივრცეები. ცენტრში 11 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ხორციელდება, რომელზეც 300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

თამარ ქიტესაშვილი – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

„თვითგანვითარებაზე ზრუნვა და მუდმივი ძიება წარმატებული მუშაობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია“ – მიაჩნია თბილისის №136 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებელს თამარ ქიტესაშვილს, რომელსაც წლის დასაწყისში უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და ერთ-ერთი წარმატებული პედაგოგი გახდა. ამავდროულად, ის საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეა, რაც მისთვის ასევე ძალიან საამაყოა. თუმცა, დატვირთული სასწავლო პროცესის მიუხედავად, ფიქრობს, რომ თვითგანვითარებაზე ზრუნვა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება და მუდმივი ძიება წარმატებული მუშაობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.