სიახლეები

საქართველოში პირველი პროფესიული კოლეჯის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება - ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი ძველ სიცოცხლეს იბრუნებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იწყებს 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წინამძღვრიანთკარში მდებარე პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციას. შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.
პროფესიულ განათლებაზე სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
პროფესიულ განათლებაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.მინისტრმა მერაბ ბაზაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს - მერაბ ბაზაძეს, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გასაუმჯობესებლად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა საქართველოში 15 სექტემბერს სწავლის დაწყება დადებითად შეაფასა
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.ნუნუ მიცკევიჩმა დისტანციური სწავლების შესახებ „ჯეოქეისის“ ორგანიზებით გამართულ ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა თემაზე: „პანდემიური და პოსტ-პანდემიური ონლაინ განათლების შესაძლებლობები და გამოწვევები“.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
იუსტიციისა და განათლების სამინისტროებმა თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დააარსეს
იუსტიციის სამინისტროში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, საქართველოში ფუძნდება „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ (EPLO) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა.მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.ისრაელის საელჩოს გრანტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის
ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა "მაშავი" საქართველოში სამეწარმეო და ტექნოლოგიური განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზად არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დაათვალიერა. პრემიერთან ერთად, 153 ჰექტარზე გაშენებული უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე აკადემიური კორპუსები, ბიბლიოთეკები, კაფეტერიები, კეთილმოწყობილი სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთო სამუშაო სივრცეები და სტუდენტურ საცხოვრებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა მოინახულეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა.
მიხეილ ჩხენკელი ახლადრეაბილიტირებულ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია და ახლადრიაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირექტორსა და დასის წევრებს განახლებული შენობა მიულოცა, წარმატება და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.
ბიოლოგიის რიგით 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო
ბიოლოგიის რიგით 31 -ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო ბიოლოგიის (IBO 2020) რიგით 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა იაპონიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლე მიიღებს, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა. შესარჩევი ტურები 11 აგვისტოს, თბილისის დროით 10.00 საათზე დაიწყო და 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ტურებში ქართველი მოსწავლეები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამევნიერო ფონდიდან ჩაერთვებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IBO-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცულია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა ჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა, დამტკიცება და თარგმნა. ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს. ოლიმპიადის შედეგები 24 აგვისტოს, IBO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდება. ბიოლოგიის (IBO 2020) რიგით 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა იაპონიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლე მიიღებს, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართება.
მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა
ოზურგეთში ცნობილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი – ანზორ ერქომაიშვილი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან!“
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.ევროპელი ექსპერტების ჩართულობით განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დასაგეგმად სემინარი გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარი სახელწოდებით „განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განვითარება“ 6-7 აგვისტოს, წინანდალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა – ეკატერინე დგებუაძემ, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების ხელმძღვანელებმა და დონორი ორგანიზაციების/პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.