ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8102

ფილტრი

ნაპოვნია8102

კოლეჯ „მერმისში“ ღია კარის დღე გაიმართა

პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო. კოლეჯში, წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ „ვებტექნოლოგიებისა“ და „სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებისა და საინტერესო სიახლეების შესახებ სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა და ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა ისაუბრეს.

კოლეჯი „მოდუსი“ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე აცხადებს მიღებას

პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვართ შესაძლებლობით, ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ. ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელი: „ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სექტემბერში ჩვეულ რეჟიმში დაიწყება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადება: „მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ წარმატებით დასრულდა ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები. ეს გამოცდები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. ჩვენმა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარებულიყო სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში.

გორის პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალურ პროგრამეს წარმატებით ახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.

ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დაათვალიერა, მათ მიღწევებს გაეცნო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან იმ საჭიროებებზე იმსჯელა, რაც მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია.

2020 წლის საგამოცდო პროცესი წარმატებით დასრულდა

დღეს, 4 აგვისტოს, 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა.

პროფესიული განათლების კუთხით სამინისტრო „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი.

ზესტაფონის პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება

ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სიახლეებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

მიხეილ ჩხენკელი „სუხიშვილების“ ახალი პროექტის კონცერტს დაესწრო და მოცეკვავეებს წარმატებული პრემიერა პირადად მიულოცა

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ საზოგადოებას ახალი პროექტი –„არტეფაქტები“ წარუდგინა. კონცერტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

მიხეილ ჩხენკელმა თელავის თეატრის მსახიობებს სპექტაკლის პრემიერა მიულოცა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 30-31 ივლისს ახალი სპექტაკლის „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

სამაგისტრო გამოცდების დაწყებას ნუნუ მიცკევიჩი ბათუმის საგამოცდო ცენტრში გაეცნო

დღეს, 1 აგვისტოს, 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გამოცდების დაწყების პირველ დღეს, აპლიკანტთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის N10 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ჩემპიონი გახდა ნინო ბაციაშვილი 7,0 ქულით, რომელიც ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა. მეორე და მესამე ადგილები მერი არაბიძემ (6,5) და ბელა ხოტენაშვილმა (6,5) გაინაწილეს.

სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების კრიტერიუმებზე აქტიურად მუშაობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან, როლანდ ნიჟარაძესთან, და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსთან, სოსო ცოტნიაშვილთან.

პროფესიული განათლების მიმართულებით აგრარულ სექტორთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ამ მიმართულებით პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელა.

ნუნუ მიცკევიჩმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და მათ სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ფიზიკის მე-4 ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ფიზიკის მე-4 ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა. გიორგი ძაძამია, იოანე თოიძე და ლუკა კირთაძე ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ნიკოლოზი ნიკურაძე – ბრინჯაოს მედლით. ნაკრების წევრები კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები არიან.