სიახლეები

ეკატერინე დგებუაძემ გორის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
ეკატერინე დგებუაძემ სოფელ თედოწმინდის ახლადაშენებული სკოლა მოინახულა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს
ქიმიის რიგით 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) მასპინძელი ქვეყანა წელს თურქეთია და ქართველი ბავშვები მასში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად იასპარეზებენ.
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშილი ამჯერად ღვინის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფელ პატარა მეჯვრისხევის მოსწავლეები სწავლას ახალი სკოლის შენობაში გააგრძელებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2020-ის“ ჩასატარებლად აქტიურად ემზადება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის ხელმძღვანელობით „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2020-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” გამარჯვებული პროექტის “CAPTAIN: Science is the Captain” განხორციელების გზები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელი: „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში“
საქართველოში კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ეკატერინე დგებუაძემ გურიის რეგიონის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
გურიის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სადაც რეგიონის სკოლის დირექტორებსა და ახალი სკოლის მოდელის ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ადგილზე გაეცნო._.jpg)
მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას დღეს გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო და აპლიკანტებს წარმატება უსურვა.
თამარ ქიტიაშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ონლაინ ფორმატში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ანა საბახტარიშვილს და ასოციაციისა და სამშენებლო ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
თამარ ქიტიაშვილი კოლეჯებში პანდემიის შემდეგ აღდგენილ სასწავლო პროცესს ეცნობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯის „ფაზისი“ ხობის ფილიალს ესტუმრა, სასწავლო პროცესს გაეცნო და სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა. კოლეჯში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი დაიწყო
მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი დღეიდან დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.
პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა
საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 77-ე ჩემპიონატი გაიხსნა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის საქართველოს 77-ე საჭადრაკო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.
სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გასაუმჯობესებლად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი იქმნება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-21 სასწავლო წლისთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გასაუმჯობესებლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან
მიხეილ ჩხენკელი: „ქართული ოცნება არის ის გუნდი, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, კონკრეტულ ადამიანზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა“
„აქ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარ კანდიდატებად ჩვენ წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უანგარო შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა სწავლა 6 ივლისიდან განაახლა
აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საზღვაო აკადემია მოინახულა და სასწავლებლის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე მიმდინარე პროფესიული პროგრამები განიხილეს და სამომავალო გეგმებზე იმსჯელეს.
ბათუმში პროფესიული კოლეჯის ახალი შენობა აშენდება
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე, პროფესიული კოლეჯის "ბლექსი" ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება.
გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამაში Civil Match
Сivil Match არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაწყვილების პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 10 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) დაამყარონ კავშირები და წამოიწყონ ერთობლივი პროექტები. პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებს თანამშრომლობის, იდეების განვითარებისა და საინტერესო პროექტების წამოწყების შესაძლებლობა ექნებათ.
ეკა დგებუაძე: „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და დღევანდელი ვითარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყოს.სიახლეები ვერ მოიძებნა.