სიახლეები

აჭარის რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯს „ბლექსი“ ეწვია და ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან, რომლებიც კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობენ, შეხვედრა გამართა.
ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა და ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის პროცესს გაეცნო.^8924_-.jpg)
პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, მარნეულის კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.
„განათლება და ინოვაცია – ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“ - საერთაშორისო ონლაინფორუმი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და UNICEF -ის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ონლაინფორუმი „განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“.
საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესთან დიალოგი გრძელდება
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ გრძელდება.
გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.
ინტეგრირებულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტი უნდა ასწავლონ..jpg)
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს
ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.
„კულტრულის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 11 კონკურსის 112 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 15 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩატარდება. 2020 წელს, სამინისტროს მიერ „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული 11 კონკურსიდან 112 გამარჯვებული პროექტი შეირჩა, რომლებიც მთელი წლის მანძილზე განხორციელდება.
პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები განახლდა
პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენის პარალელურად, მასწავლებლის სახლმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან შეხვედრები და ტრენინგები განაახლა.
მიხეილ ჩხენკელმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
მიხეილ ჩხენკელმა სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კოლეჯის მშენებლობა დაიწყო
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ამ დროისთვის კოლეჯის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. განათლების, მენიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, იმერეთის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.
მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა
მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა
ევროპის საბჭოსა და ევროკომიისის ერთობლივი კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ გამარჯვებულებს შორის ქართული პროექტი დასახელდა
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეფენდი ვილა“ ევროპის საბჭოსა და ევროკომიისის ერთობლივი კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ 11 გამარჯვებულს შორის დასახელდა და ფულადი ჯილდო მოიპოვა.
ღია კარის დღე ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სწავლის მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, ღია კარის დღე გაიმართა.
დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი ახალ სიცოცხლეს იწყებს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული სასწავლებელის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
შემუშავდა კინოგადაღების პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები
ქვეყანაში კინოწარმოების აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისთვის“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას იწყებს
საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას განათლების სფეროში იწყებს. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მმართველი ბორდის წევრმა ოლივიე შუაბმა და ფორუმის დირექტორმა საადია ზაჰიდმა დისტანციურად მოაწერეს ხელი.სიახლეები ვერ მოიძებნა.