სიახლეები

თამარ ქიტიაშვილმა ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა მოინახულა
ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სექტემბერში სკოლა რეგიონის სხვა 19 საჯარო სკოლასთან ერთად, სრულიად განახლებულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები კოვიდ 19-ის პერიოდში - გამოწვევები, გადაფასებები, პერსპექტივები“
საქართველოს მუზეუმების ასოციაცია ICOM საქართველოსა და ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით, პროექტის BE MUSEUMER ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზენუნუ მიცკევიჩი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს რუსთავის საგამოცდო ცენტრს ეწვია
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ნუნუ მიცკევიჩმა საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ეროვნული გამოცდების პირველი დღე შეაჯამა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ეროვნული გამოცდების საოროგანიზაციო ჯგუფთან ონლაინშეხვედრა გამართა და პირველი დღე შეაჯამა.ეკატერინე დგებუაძემ ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები UNICEF-ის წარმომადგენელთან განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-21 სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა
ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.
მიხეილ ჩენკელი: „მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული მათგანი გამოცდებს თავს წარმატებით გაართმევს, რაგდან გამორჩეულმა თაობამ უკვე დაატკიცა, რომ შეუძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდნენ.
6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს.
ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.
კოლეჯის სტუდენტები დასაჩუქრდნენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიას" ესტუმრნენ და პირბადეების კერვის პროცესში ჩართულ სტუდენტებსა და კოლეჯის თანამშრომლებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება/ანალიზი და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა!
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატებისდამოუკიდებლობის დღეა!.png)
შალვა გოგოლაძე საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა საკალათბურთო ნაკრებმა გუნდებმა ვარჯიში განაახლეს. სპორტკომპლექსში „არენა" ვარჯიშები ყოველდღიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მონაწილეობით მიმდინარეობს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
2 ივლისს მსოფლიო სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
1924 წლის 2 ივლისს, პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა. ასოციაცია მალევე იქცა სხვადასხვა ქვეყნის სპორტული ჟურნალისტების გამაერთიანებელ ორგანიზაციად.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.
პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ვირტუალურ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტმა ჯონათან ბრუკსმა გახსნა.სიახლეები ვერ მოიძებნა.