ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8102

ფილტრი

ნაპოვნია8102

საჯარო და კერძო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

თამარ ქიტიაშვილი საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორთან პიერ კლუეტთან და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული განათლების მიმართულებით საფრანგეთთან პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან დიდია ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ესწრებოდა.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს გულითადად ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს“

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ამ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში მოღვაწე ქალებს.

მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში დანაშაულის პრევენციის საკითხზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი დროებით გადაიდო

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება.

რესურსცენტრების წარმომადგენლები პროფესიული განათლების სიახლეებს გაეცნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა თამარ ქიტიაშვილმა და ეკატერინე დგებუაძემ რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის მიზნით ნუნუ მიცკევიჩი უნივერსიტეტებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო სემინარი "We Can Do It"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინკლუზიის შესახებ საერთაშორისო სემინარის "We Can Do It" მონაწილეებს უმასპინძლა.

ჰარი პატრინოსი: „ახალი პროექტი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს“

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც განათლების ხარისხის ზრდას და უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციას, ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სებასტიან მოლინეუსი: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა დღეს ახალი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ წარადგინეს.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელშესახებ და მდგრად შედეგებს მოიტანს განათლების სისტემისთვის“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა დღეს ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ განაცხადეს.

მიხეილ ჩხენკელი: „საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის მრგვალი მაგიდის ფორმატში გაგრძელდება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უმასპინძლა, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.

მიხელ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების სისტემის 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების დეტალები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD პროგრამა) ფარგლებში იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას შემდეგ მუნიციპალიტეტებში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით

გერმანიის ბავშვთა ფონდი საქართველოს საჯარო სკოლებში ახალ პროექტებს განახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან საქართველოში – აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ოსიტაშვილთან და მრჩეველთან გაი დე ფონტგალანდთან. აღნიშნული ფონდი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ალიანსის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მისიას სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით ნუნუ მიცკევიჩი მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანს მათი სამეცნიერო მიღწევების გაცნობა და საჭიროებების გამოკვეთა წარმოადგენდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს.