სიახლეები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პირველ არხს შორის თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.
ეკატერინე დგებუაძე კერძო სკოლების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მთავრობას მიეცა უფლება განესაზღვრა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. საქართველო წელს მეცხრედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას მსოფლიო გზავნილით - „გადაწყვეტილება ჩვენზეა“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში დაეხმარება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
„კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენებას სთავაზობს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.იუნისეფის წარმომადგენელი მანდატურის სამსახურში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს დოქტორ ღასან ხალილს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში მიმდინარე პროექტები გააცნეს.
კონკურსანტების საყურადღებოდ იცვლება საკონკურსო განაცხადების მიღების წესი
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საკონკურსო დოკუმენტაციის (მ.შ. განცხადების, საპროექტო განაცხადისა და სხვა მოთხოვნილი დანართების) მიღებას განახორციელებს ელექტრონულად, მისამართზე [email protected]
პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით სამინისტრომ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა.
საგანმანათლებლო გეგმის ფარგლებში ელექტრონული სწავლების საკითხზე აქტიური მუშაობა გრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში 2093 ელექტრონულ წიგნზე თავისუფალი წვდომა ეძლევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია -lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში კულტურული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც დახურულ სივრცეში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდებას ისახავს მიზნად, გადაიდო/ან გაუქმდა კულტურული ღონისძიებები: სპექტაკლები, კონცერტები, კონკურსები, ფესტივალები და ის ღონისძიებები, რომელიც ადამიანების მასობრივ თავშეყრას უკავშირდება..jpg)
მიხეილ ჩხენკელი: „ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და მათ გააცნო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა
ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარდება გადაიდო და გაუქმდა.
ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში არდადეგები გახანგრძლივდა
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს"
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
,,თარგმნილი პიესა 2020“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2020“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
კულტურული ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესაბამისად, კულტურული ობიექტების ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.სიახლეები ვერ მოიძებნა.