სიახლეები

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.
„სპორტფოტო 2019“ - სპორტული ფოტოგამოფენა მეექვსედ გაიმართა
„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო 2019 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.
მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა
მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.
სოციალური მუშაობის კომპონენტის გასაძლიერებლად მანდატურის სამსახურში ევროპულ გამოცდილებას ეცნობიან
საქართველოს საჯარო სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე ერთკვირიანი ფორუმი გაიხსნა. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს, ბელგიის დონ ბოსკო გროენველდის სკოლის დირექტორის მოადგილე, უფროსი ტრენერი, ვიმ ჰანსენსი ეწვია.თამარ ქიტიაშვილმა იუნისეფის წარმომადგენლებთან მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიულ განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით ევროკავშირთან თანამშრომლობა გაგრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგების განხილვაში, რომელიც ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
მიხეილ ჩხენკელი: „თითოეული თქვენგანი დღეს გამარჯვებულია, რადგან ემსახურებით იმ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
შალვა გოგოლაძემ წალკის მუნიციპალიტეტს სპორტული ინვენტარი გადასცა
14 თებერვალს, წალკის სპორტულ კომპლექსში (ჭაბუკიანის #7) გაიმართა ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის ფინალური ეტაპი და მედალოსნების დაჯილდოება. ორდღიანი ტურნირი 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედალოსნები 8, ხოლო ძიუდოში 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრში 80 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო მისი სამეცნიერო საბჭო იქნება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.
ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერის მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო, რომელთა დიდი ნაწილი ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.პროფესიულ განათლებაში ინტეგრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს მომავალი პედაგოგები ეცნობიან
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. გატარებული ცვლილებებით, ბევრ დადებით სიახლესთან ერთად, პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომები გასცენ.
მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულის საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების დეტალები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში, პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარის მიერ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.ნუნუ მიცკევიჩმა „ჰორიზონტი 2020“-ის ადგილობრივ საკონტაქტო პირებთან სამომავლო გეგმები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საკონტაქტო პირების ქსელის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომელთაც კოორდინაციას სამინისტრო უწევს.
მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩთან ახალი საგანმანათლებლო პროექტები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პროფესიული განათლების სისტემაში ახალი სტანდარტები დაინერგა
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებს.რეგიონული გიდის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დღეს, რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი გადამზადების კურსის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, სადაც საქართველოს ოთხი რეგიონის 63 კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმებს ნორვეგიის ელჩი გაეცნო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, ნორვეგიის ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს უმასპინძლა და პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეები გააცნო.
„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, მედიის წარმომადგენლებისთვის ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაცია გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.