ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8102

ფილტრი

ნაპოვნია8102

თამარ ქიტიაშვილმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან გერჰარდ შაუმბერგერთან სამთო ტურიზმის დარგში პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილა.

ქართველი მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური გამოგონების ნომინაციაში გაიმარჯვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია გაიმართა, ასევე, გაიხსნა გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“.

გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.

ზესტაფონში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შემაჯამებელი ფორუმი ჩატარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ქ. ზესტაფონში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული საჯარო სკოლების საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

პროფესიული განათლების წარმატებული სტარტი ხულოს მუნიციპალიტეტში

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხულოს ფილიალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და კოლეჯის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა ფილიალის სტუდენტებს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სანაოსნო სასწავლებლი "Portsmouth College" ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს "Portsmouth College"-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე და განახორციელებენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას. შესაბამის შეთანხმებას ხელი ბათუმში მოეწერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, შუახევში კოლეჯის „ბლექსი“ ფილიალი შენდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი დაბა შუახევს ესტუმრნენ, სადაც პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ფილიალის მშენებლობის პროცესი მოინახულეს.

ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წიგნის „უნივერსიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლისთავთან დაკავშირებით წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დაარსებიდან დღემდე. ალბომში გამოყენებულია უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა. მისი ავტორი და შემდგენელია ზურაბ გაიპარაშვილი.

ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.

მიხეილ ჩხენკელი: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ!“

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კულინარიის დუალური პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მიენიჭათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, დუალური პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად „სტუმარ-მასპინძლობის“ სფეროში „პირველი კურსდამთავრებულის“ სერტიფიკატები გადასცეს.

პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვა იწყება

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პროფესიული განათლების სისტემა პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

საქართველოს პროფესიული განათლების სისტემას უცხოელი კოლეგები ეცნობიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, განათლების გლობალური კამპანიისა (GCE) და ორგანიზაცია "გლობალური პარტნიორობა განათლებისათვის (GPE)" წევრებს, რომლებიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს წარმოადგენენ, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ვითარება, გამოწვევები და მიღწევები გააცნო.

პროფესიული განათლების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადილემ, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ელგუჯა მელაძესთან და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელთან, დენიელ ჰაასთან ერთად, პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ბრიტანეთის საბჭოსთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში.

პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის წარმატებული პროგრამა

კოლეჯის „სპექტრი“ და სკოლა - პანსიონის „აიბი მთიები“ ერთობლივი საანგარიშო ღონისძიება „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გაიმართა.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, აცხადებს რეგისტრაციას I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის.

მიხეილ ჩხენკელი: „ევროპის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთვებიან“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.) პარტნიორობით დაფუძნდება, რასაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენლობასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინე აბულაძემ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენლობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს განათლების კომპლექსურ რეფომაში ევროპის საინვესტიციო ბანკის სამომავლო ჩართულობის განხილვა წარმოადგენდა.