სიახლეები

სომეხი კოლეგები ქართულ გამოცდილებას იზიარებენ
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს პროგრამას, რომელიც სომხეთთან რეფორმების გატარების საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სერტიფიცირების პროცესს იწყებს
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.2.jpg)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად „ქართუ“ ფონდმა 40 მილიონი ევროს ქველმოქმედება განახორციელა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.) პარტნიორობით დაფუძნდება, რასაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.202-ე სკოლას რელიეფური და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის VII კლასისმოსწავლეებს ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნო.
„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი დასრულდა
სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დასრულდა. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოში პირველად განხორციელდა.USAID-ის ახალ პროექტთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს სკოლებში 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს.
მიხეილ ჩხენკელი: „სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და ადრონული თერაპიის ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლოს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია გააცნო. შეხვედრის დროს მხარეებმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
სტრასბურგში უნიკალური სამეცნიერო ნაშრომის „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
კოლეჯის სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმების პრეზენტაცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში აგრარული პროფესიების პოპულარიზაციისთვის შექმნილი, მცირეფორმატიანი ფილმების პრეზენტაცია გაიმართა.
პროფესიული განათლების დაფინანსების ეფერქტური მექანიზმი ამოქმედდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) ერთად, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები შეიმუშავა.„ახალი სკოლის მოდელში“ სახელოვნებო განათლების პროექტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელში“ არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროექტის „სკოლა მუზეუმში“ შესახებ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD პროგრამა) ფარგლებში იწყებს განაცხადების მიღებას 2017-2019 წლებში განხორციელებული პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების გაგრძელებაზე
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს,
ირინა აბულაძე - USAID-ის ახალი, 7 მილიონიანი დოლარის მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება
ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.
„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება
სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს ლექცია ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ წაუკითხეს. მათ სპორტის მარკეტინგის მნიშვნელობასა და მის მზარდ როლზე ისაუბრეს. გარდა ამისა, კურსის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„ქართული სიმღერა-თამაშები“ კრებულის პრეზენტაცია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ორენოვანი სანოტო კრებულის „ქართული სიმღერა-თამაშები“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სამინისტროსა და ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ მხარდაჭერით გამოიცა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე ახალ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.
„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახა
ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ღვინის ევროპულ მარშრუტში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. ლევან ხარატიშვილმა ემანუელა პანკეს ქართველი სტუდენტების იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელ ’Portsmouth College’-ის ხელმძღვანელობასთან მომავალი პარტნიორობის გეგმები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.სიახლეები ვერ მოიძებნა.