ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8102

ფილტრი

ნაპოვნია8102

ეკატერინე დგებუაძემ ქობულეთში სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც 2018-2019 სასწავლო წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკ მოკრივეთა შორის ქუთაისმა უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ორთაბრძოლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით წიკლაურთან ერთად დაესწრო.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები ავტორიზაციის ახალ სტანდარტს ეცნობიან

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სემინარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

შალვა გოგოლაძემ იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას. ამჯერად, მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე იმერეთის რეგიონს ესტუმრა და ჭიდაობისა და ძიუდოს ტატამები გადასცა.

მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სამომავლო პროექტების განხორციელების გზები დასახა.

ეკატერინე დგებუაძემ აჭარის რეგიონის რესურსცენტრებისა და სკოლების წარმომადგენლებთან „ახალი სკოლის მოდელი” განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ადგილობრივი რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორებთან დისკუსია გამართეს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.

უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შეხვედრას, შვეიცარიასთან მატჩში, რომელიც ჩვენმა გუნდმა 96:88 მოიგო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო, კალათბურთელებს ტრიბუნიდან უგულშემატკივრა, მოგვიანებით კი ნაკრების მოთამაშეებს გასახდელში ესტუმრა და შვეიცარიასთან გამარჯვება მიულოცა.

სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლიან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 წლიდან თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

კონკურსში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და იურიდიული სტატუსის მქონე პირებს, რომლებმაც 2017-2019 წლებში ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ორგანიზება გაუწიეს შესაბამის ღონისძიებებს, ან/და არიან ევროპა ნოსტრას ჯილდოს გამარჯვებულები

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს, ქემლინ ფურლის უმასპინძლა და არსებული და სამომავლო გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ისტორიას და თანამედროვეობას“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მასშტაბური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულება 21,3 მლნ ლარს შეადგენს.

ეკატერინე დგებუაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ნუნუ მიცკევიჩმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადი მოსამზადებელ კურსს განახლებული მოდულით გადის

შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეული 40 კანდიდატი გაივლის.

შალვა გოგოლაძე კალათბურთის ნაკრებს ვარჯიშზე ესტუმრა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ვარჯიშზე ესტუმრა. მინისტრის მოადგილე თბილისის სპორტის სასახლეში, 18 თებერვლის საღამოს ვარჯიშზე მივიდა და კალათბურთელებს მოახლოებული მატჩების წინ წარმატება უსურვა.