სიახლეები

სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვანო გოგიტიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, რუსთაველის თეატრის მსახიობის ივანე (ვანო) გოგიტიძის გარდაცვალების გამო.
სკოლის მოსწავლეების პირველი ნაბიჯები პროფესიულ განათლებაში
2019 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი სტუმრად ქალაქ თბილისის 210-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა კოლეჯი „იკაროსის“ სასერტიფიკატო კურსების შემაჯამებელი ღონისძიება თბილისის 210-ე და 153-ე საჯარო სკოლებისთვის.
"საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია.“ ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა (ხელმღვანელი ანზორ ერქომაიშვილი) ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს.
ნათელა მაჭავარიანი - 80
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მსახიობ ნათელა მაჭავარიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსახიობის მეგობრებმა და კოლეგებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, ნათელა მაჭავარიანს, როგორც ქართული თეატრის ღვაწლმოსილ წარმომადგენელს ამაგდარის წოდება მიენიჭა.
თამარ ქიტიაშვილმა ტურიზმის სასწავლო ცენტრის სტუდენტები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომლებმაც კომპანიაში „აღმოაჩინე საქართველო“ სტაჟირება წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა.პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების წლის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
სამუშაო შეხვედრა კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ჯაბა კანკავა საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია - GFF AWARDS 2019 გაიმართა. ფედერაციამ რჩეულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა დასახელდა, რომელიც ჯილდოს კარიერაში მეორედ დაეუფლა. კანკავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა..jpg)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო დანადგარების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია IBA-სთან ითანამშრომლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო კომპანია IBA-ის ევროპის რეგიონულ დირექტორს ენდრიუ დაიკსა და ამავე კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორს საბინ დე ვოგელს შეხვდა.სეოკის ვერსიით 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა
26 დეკემბერს, სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელაც დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.მინისტრის მოადგილემ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.
შემოქმედებითი ევროპის „საქართველოს დესკის“ 2019 წლის შემაჯამებელი შეხვედრა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” შემოქმედებითი ევროპის „საქართველოს დესკის“ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა..jpg)
მიხეილ ჩხენკელმა თელავის აეროპორტში საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო საფრენი ბაზა მოინახულა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა – ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“ – დათვალიერა და ახალი "Tecnam"-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები.
მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს იუბილე მიულოცა.
2020 წლიდან ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი პროექტები დაინერგება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ინკლუზიური პროფესიული განათლების თემაზე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენია!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წელი შეაჯამა. სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ასოციაციამ ზედიზედ მეოთხედ გამოარჩია. გამოკითხვაში მეორე ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.
მიხეილ ჩხენკელი: „უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან “
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შალვა გოგოლაძე: „სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქციის შედეგად, რომელიც დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გახდება მულტიფუნქციური!“
ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.
სამუშაო შეხვედრა ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.