სიახლეები

ევროკომისიის ექსპერტების მესამე ვიზიტი საქათველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის საერთაშორისო ექსპერტების სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრას დაესწრო.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორს, კრისტინა რუსოს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორს, ლორენს მერედიტსა, და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს, შეხვდა.
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა, რომლის თქმით, ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება. ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, რვა სკოლა-პანსიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (ბოშები) თვითმყოფადობისთვის დამახასიათებელი საგამოფენო ნამუშევრები.
ალექსანდრე თევზაძემ ეუთოს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ, მონაწილეობა მიიღო “ენობრივი პოლიტიკისა და კონფლიქტების პრევენციის შესახებ” ეუთოს მაღალი დონის კონფერენციაში, რომელიც ნორვეგიის სამეფოს დედაქალაქ ოსლოში გაიმართა.
85 სტუდენტი, მეცნიერი, დოქტორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი DAAD-ის 2018 წლის სტიპენდიანტი გახდა
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია წელს საქართველოს მოქალაქე 85-მა სტუდენტმა, მეცნიერმა, დოქტორანტმა და მეცნიერ-თანამშრომელმა მიიღო. 2018 წელს პირველად, სტიპენდიატთა შორის არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი პროგრამით დაფინანსებული მეცნიერები და მკვლევარები. სტიპენდიანტები სხვადასხვა დროით გაემგზავრებიან გერმანიაში.
მიხეილ ჩხენკელი ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ესწრებოდა.
ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებზე იმჯელეს, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.
კონკურსი „საქართველოს მოხალისე“ 2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
ქართველი მოსწავლეები იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში (JuLab) STEM-ის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ხელი მოაწერა იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ქართველი მოსწავლეები იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში (JuLab) წასვლასა და STEM-ის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.
მიხეილ ჩხენკელი იულიხის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, იულიხის კვლევით ცენტრს (Forschungszentrum Jülich) ეწვია, სადაც ცენტრის ხელმძღვანელებს, მკვლევრებს, ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს შეხვდა.
მიხეილ ჩხენკელი აიოვას (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აიოვას (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის აგროინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სტივენ მაიკელსონსა და აიოვას (აშშ) უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, არდიტ მეინის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი.სომხეთის განათლებისა მეცნიერების მინისტრი 103-ე საჯარო სკოლას ეწვია
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლენში, საქართველოს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ არუთინიანი ეწვია.კოლეჯში „სპექტრი“ მოსწავლეებისთვის მასტერკლასი გაიმართა
პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სტუმრად მყოფ ისანი-სამგორის რაიონის სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ამერიკელი მეწარმე, კორპორატიული სპიკერი, პროფესიონალი მრბოლელი და NASCAR-ის გუნდის მფლობელი, ჯენიფერ კობი შეხვდნენ.
მიხეილ ჩხენკელი ისრაელის განათლების მინისტრს ნაფტალი ბენეტს შეხვდა
ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ისრაელის განათლების მინისტრს, ნაფტალი ბენეტს, შეხვდა. მინისტრმა მას ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 70 წლის იუბილე მიულოცა და მათ განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა და ისრაელის ინოვაციების ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ისრაელის ინოვაციების ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტს, დანი ბირანს, შეხვდა..jpg)
მიხეილ ჩხენკელი ბარ-ილანის უნივერსიტეტს ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, იერუსალიმში მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამეცნიერო მინისტერიალში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ბარ-ილანის უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის პრეზიდენტს, არი ზაბანის, შეხვდა. მინისტრმა უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები დაათვალიერა და მეცნიერ-მკვლევარებს გაესაუბრა.ინკლუზიური განათლების თემაზე საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია იმართება
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა თემაზე „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მაღალმა დონემ განაპირობა. მონაწილეებმა, საქართველო სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ ქართულ გამოცდილებას ადგილზე გაცნობოდნენ.მიხეილ ჩხენკელი საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრს ფრედერიკა ვიდალს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრს, ფრედერიკა ვიდალს, შეხვდა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო- კვლევით პროექტებზე იმსჯელეს.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ
საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის მინისტრს, სემ ჯიმას, შეხვდა და მათ თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო. საქართველოს მთავრობის მხრიდან, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოაწერა.სიახლეები ვერ მოიძებნა.