ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

ქართველი სტუდენტები უნგრეთის უნივერსიტეტებში ისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ორმხრივ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებში უნგრელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კვოტა.

შეხვედრა CERN-ის ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში CERN-ის ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიხეილ ჩხენკელი და მარიამ ჯაში CERN-ში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ქეთევან ნატრიაშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ დოუსონს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზებისთვის, კვირეული იმართება.

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ემზადებიან

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე წარსადგენად, წრთვნები დაიწყეს. საქართველო 2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (მათემატიკა IMO, ფიზიკა IPHO, ინფორმატიკა IOI, ბიოლოგია IBO და ქიმია IChO) წარადგენს.

ქართულ-ესტონური პროგრამის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, UNICEF-ის და ესტონეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, აქამდე განხორციელებული სამუშაოების შედეგების გაცნობა, შეფასება, მოსაზრებების გაზიარება და მომავალი სამოქმედო გეგმის განხილვა.

მიხეილ ჩხენკელი ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თბილისში გამართული რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ახალგაზრდულ პროექტებსა და ამ მიმართულებით სამინისტროს ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს კი ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

ბიოლოგიის ახალი სტანდარტის დანერგვის მოდელირება - შემაჯამებელი შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება და ზოგადი განათლების სასწავლო პროგრამაში ისეთი საკითხების ინტეგრირება, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მნიშვნელოვანი წარმატებაა ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის რეალური განხორციელებისათვის.

მშვიდობის კორპუსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოში ა.შ.შ-ის მშვიდობის კორპუსის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კარმენ შიჰანმა, ახალ, 5 წლიან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერა კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობას აშშ-სთან და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლესი განათლების მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ახალი შესაძლებლობები ქართველი მეცნიერებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა მეცნიერებისა და ახალგაზრდული მიმართულების განვითარებაზე და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე.

აშშ-ის მთავრობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ახალ ათ პროექტს აფინანსებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული ცვლილებები გააცნო.

2018-2019 სასწავლო წლისთვის საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განათლების სისტემის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.

უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - “Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays“ („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ADOLF M. HAKKERT – PUBLISHER-ის გამომცემლობის მიერ ამსტერდამში, 2018 წელს დაიბეჭდა.

მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის ახალი ქართულ-ამერიკული სკოლა მოინახულა

მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის ახალი ქართულ-ამერიკული სკოლა მოინახულა. სასწავლო დაწესებულება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდატრს აკმაყოფილებს, ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება

ქეთევან ნატრიაშვილი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჩხენკელის, შეხვედრების პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგა.

შეხვედრა ირლანდიის დელეგაციის წევრებთან

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრთან, ჯერარდ ქროუქუელთან, და საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობათა ინსტიტუტის (IIEA) ხელმძღვანელთან, რორი ქუინთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჩხენკელი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორთან, კრისტინა რუსოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.