ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

ცერნში მიმდინარე მეგაპროექტისთვის კონსტრუქციები საქართველოში მზადდება

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მიმდინარე „ატლასის“ ექსპერიმენტის დეტექტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, 9 მეტრამდე დიამეტრის რადიაციისაგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები მზადდება.

მიხეილ ჩხენკელმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ და ამ პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისი, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.

მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში მარი როისს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის საჯაროდ განხილვის პროცესი დაიწყო.

მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, 2018 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ასპარეზობების წინ საჭირო რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა

ევროპული გამოცდილება სამეწარმეო განათლებაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“.

მიხეილ ჩხენკელი ევროპის აკადემიის (Academia Europaea) საპატიო წევრი გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია. ევროპის აკადემია დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და ფარავს კვლევის ყველა მიმართულებას.

სამინისტრო „იდეების კონკურსს“ აცხადებს

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

სექტემბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ახალ სასწავლო წელს I-VI კლასის მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება არ არსებობს.

მორიგი საზაფხულო ბანაკი მანავში გაიხსნა

სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნუკრი გელაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო. მიხეილ ჩხენკელი ასევე გაეცნო მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებს და მათ საცხოვრებელ პირობებს.

მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის, ნუტრიციისა და მოსახლეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორს, ფადია სადააჰს შეხვდა.

პროფესიული განათლება და ინოვაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, „SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სააგენტოში არსებული ინოვაციური ლაბორატორიების გამოყენებით, საკუთარი უნარები რობოტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით მოესინჯათ.

მიხეილ ჩხენკელმა ჯონ სმიტის საქველმოქმედო ფონდის სტიპენდიანტებს სიტყვით მიმართა

ბრიტანეთის საელჩოში ჯონ სმიტის ფონდის კურსდამთავრებულთა რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. მინისტრმა ახალგაზრდა ლიდერებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელით, წარმატება უსურვა.

დღეიდან სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის ფარგლებში ინკლუზიურ განათლებაში განვითარების მიზნით შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები:

მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები პირადად დაათვალიერა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა

ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები მოინახულა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახლო მომავალში განახორციელებს.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ - ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში

უახლოეს დღეებში (2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი:

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000 მოსწავლე დაისვენებს. სულ ზაფხულის განმავლობაში, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება:

ქეთევან ნატრიაშვილი ცენტრალური აზიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ცენტრალური აზიის ქვეყნების დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დუალური პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებისა და დანერგვის შესახებ, საქართველოს მიღწევების გაცნობა და ამ მიმართულებით, ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

„პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული“ გრძელდება

„პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტისა და UG Startup Factory-ს ორგანიზებით გაიმართა სემინარი, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს წარმატებულმა სტარტაპერებმა გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს საკუთარი ორიგინალური იდეების რეალიზება და ბიზნესის დაწყება.

მიხეილ ჩხენკელი და მარიამ ჯაში ცერნის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრის (CERN) დირექტორს ფაბიოლა ჯიანოტის შეხვდნენ.

ქართველი სტუდენტები უნგრეთის უნივერსიტეტებში ისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ორმხრივ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებში უნგრელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კვოტა.