ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

ქართველი მოსწავლეების მორიგი გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ორი ბრინჯაოს მედლითა და ერთი წამახალისებელი სიგელით დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც 15-22 ივლისს ირანში, ქ, თეირანში გაიმართა.

მიხეილ ბატიაშვილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებთან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია - FIDE დაარსდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საზეიმო ღონისძიება გამართეს.

მიხეილ ბატიაშვილი კულტურისა და სპორტის მიმართულების თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პირველ მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან, ერთად კულტურისა და სპორტის მიმართულების თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მიხეილ ბატიაშვილი სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც მესამე ეტაპზე გასულმა კანდიდატებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემაზე "SDG’s, Youth and Georgian Reality".

მიხეილ ბატიაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ახლადშექმნილი სამინისტროს გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გაერთიანებული გუნდი მისი ხელმძღვანელობით იზრუნებს იმისთვის, რომ ახალმა უწყებამ ყველა მიმართულების ჰარმონიული განვითარება უზრუნველყოს.

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

იტალიის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტს ეწვია

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა ეწვია. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველო-იტალიის მეგობრობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა და აკადემიური წრეებისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამა დაინერგება

საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა 6 მოსწავლისაგან შემდგარი საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც 7-14 ივლისს რუმინეთის ქ. კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.

მიხეილ ბატიაშვილმა პირველ სამუშაო დღეს, მიხეილ ჩხენკელთან და მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველ სამუშაო დღეს, მიხეილ ჩხენკელთან და მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა გამართა. მათ ისაუბრეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებელ რეფორმებზე, გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელიც ახლო მომავალში ჩამოყალიბდება და ოთხივე მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს უზრუნველყოფს.

მიხეილ ბატიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩნდეს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც უდიდესი ყურადღება მიექცევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმები, რომელიც ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს მინიმუმამდე დაიყვანს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული მიმართულება კვლავ განათლების სისტემის პრიორიტად რჩება და მთავარი მიზანი იქნება სწრაფად აღმოიფხვრას ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც განათლების ექსპორტის ქვეყანა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს მეცნიერების და უმაღლესი განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში დეტალურად იქნება წარმოდგენილი. მის შექმნაში კი შესაბამისი დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ზოგადი განათლების სისტემაში „ციფრული სკოლის კონცეფცია“ დაინერგება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩემი სამოქმედო გეგმა არ იქნება კაბინეტში დაწერილი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროების გაერთიანების კონცეფციაზე ისაუბრა.

პროფესიული განათლების სტუდენტების შუალედური შეფასება

საქართველოში პირველად დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ,,მევენახე-მეღვინე’’ სტუდენტების შუალედური შეფასება გაიმართა. შეფასება ორ ეტაპად განხორციელდა, პირველი ეტაპი-თეორიული გამოცდა დუალური პროგრამის განმხორციელებელ კოლეჯებში ჩატარდა, ხოლო, პრაქტიკული გამოცდა ერთ-ერთ სასწავლო საწარმოში. პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ დავალებები მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. მათ სწავლის პროცესში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად უნდა შეესრულებინათ ყველა სამუშაო/ოპერაცია და ყურადღება მიექციათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციებისთვის.

საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადება დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტების, პროგრამის კოორდინატორების გადამზადება დაიწყო. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნენ.

თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურები ძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან „World Vision-საქართველო და USAID - ის პროექტი ,,ზრდა“ საქართველოში, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს -,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება“. პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების ხელძღვანელებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა.