სიახლეები

ქალ მშვილდოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გრან პრი მოიგო
ბულგარეთში მშვილდოსანთა ევროპის გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე.განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში მიხეილ ბატიაშვილი რეფორმების ჯგუფს ქმნის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში რეფორმების ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გაერთიანდება.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი დასავლეთ საქართველოში განიხილეს
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა. სამუშაო შეხვედრებს ოთხმა ქალაქმა - ოზურგეთმა, ბათუმმა, ზუგდიდმა და ქუთაისმა უმასპინძლა. კანონპროექტის შესახებ საჯარო განხილვები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით იმართება. კანონის პროექტის განხილვის პარალელურად შეხვედრებზე განიხილება „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია“.
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა
ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა. სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია. ACES Europe-ის კომისიამ, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელძღვანელობდა, ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარება.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს პირდაპირი მხარდაჭერის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის შემდეგი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებით:
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა
საქართველოს სახელმწიფო დროშა ევროპის სპორტის კვირეულის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა - საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.
სკოლის მართვის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ჟურნალი გამოიცემა
ჟურნალის „სკოლის მართვა“ მე-3 ნომერი გამოვიდა. უსაფრთხო სკოლა, ინკლუზიური განათლება, ძალადობის პრევენცია, არაფორმალური განათლება, ერთი დირექტორის წარმატების ისტორია და მთავარი რედაქტორის სვეტი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რომელთა გაცნობასაც მკითხველი ნომერში შეძლებს.ახალი ცხოვრების შანსი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ახალგაზრდული სახლის“ ბინადრებს სურვილი აუსრულეს და საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი გადასცეს.
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლემ, ზურაბ ჯაშმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა
დასრულდა მოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში (IPhO), რომელიც პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას 80 ქვეყნის 400 მოსწავლე იღებდა, მათ შორის, საქართველოდან მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრები.
„ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, „ღვინის ქარხანაში“ ოლიმპიადისამდი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.
ქართველი მოსწავლეების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018), რომელიც წელს ბრატისლავასა(სლოვაკეთი) და პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა. ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ვლადიმერ ახალკაცის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ვლადიმერ ახალკაცის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს მის ოჯახს. ვლადიმერ ახალკაცი წლების განმავლობაში იყო საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი. ასევე კრივის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრი. მიღებული აქვს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება და გახლდათ საქართველოს პოლიციის გენერალი.
კავკასიის უნივერსიტეტში დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიას პროფესორ-მასწავლებლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად უნივერსიტეტის ახალ კორპუსში დაესწრო.
თსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
თსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას თსუ-ს ბაკალავრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.
,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამის” პრეზენტაცია გამართა
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბრიტანეთის საბჭომ ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამის” პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.
მიხეილ ბატიაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და კურსდამთავრებულებს სამინისტროს ხედვებზე, მათი ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების საქმეში გამოყენების აუცილებლობაზე ესაუბრა:
პროექტი ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა“ იწყება
ბრიტანეთის საბჭო იწყებს ხუთწლიან პროექტს სახელწოდებით ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა“ რომლის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნებში.
რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას
მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათლით, 1500-მდე მოზარდი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“ დასვენების პარალელურად ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია
ჩინეთში მიმდინარე მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია - ამ დრომდე, საქართველოს ნაკრებს ასეთი მაღალი შედეგი არ ჰქონია.
განმარტება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით
1. I-VI კლასების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო და პირველ ეტაპზე გრიფი მიენიჭა მათემატიკის, ქართული ენის (II-IV), ბუნებისმეტყველების, სპორტის (I-IV), მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინგლისური, გერმანული და რუსული ენების სახელმძღვანელოებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.