ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მეათედ გაიმართება

22 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან - „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკაში ცენტრალური ევროპის ქვეყნების უძლიერეს სამეულშია

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 25-ე სასწავლო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც ქალაქ ვარშავაში ჩატარდა.

განათლების სფეროს ექსპერტები რეფორმის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ განათლების სფეროს ექსპერტებთან განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მათზე მუშაობის გეგმა განიხილეს.

ქართველი მოჭიდავეების წარმატება გერმანიის გრან პრიზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - გერმანიის გრან პრიზე - 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მიხეილ ბატიაშვილი სამინისტოს წინ შეკრებილ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი ინიციატივით შეხვდა

სამწუხაროა, რომ სტუდენტების აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ. შესაბამისად, დისკუსიის საგანი არა მათთვის შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, არამედ შავი ზღვის უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანება გახდა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეების კითხვები და მოთხოვნები მეტწილად ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისათვის ფინანსური დავალიანების მოხსნას ეხებოდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დასასწრებად ჟურნალისტთა აკრედიტაცია დაწყებულია

2018 წლის 9 ოქტომბერს იხსნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse), რომელზეც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

საქართველო River Bank Festival - ზე

24-26 აგვისტოს, ფრანკფურტის რივერ ბენქის ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

მეცნიერებათა აკადემია გამოთქვამს მზადყოფნას, პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდა მეცნიერების მაქსიმალური ჩართვა უზრუნველყოს

მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, გიორგი კვესიტაძესთან და ცნობილ ქართველ მეცნიერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ორენოვანი კატალოგი „ანბანი, როგორც ისტორია“ გამოიცა

საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - „ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველიუძრვებოდნენ.

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდმა დაისვენა

ქუთაისში საზეიმოდ დაიხურა “რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი”, სადაც ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სკოლების 1500 მოსწავლე დასვენებასთან ერთად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო.

მსოფლიო ბანკი იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონთან შეხვედრისას განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

განათლების რეფორმის ჯგუფის სამუშაო პროცესში აზიის განვითარების ბანკი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ, იეშინ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განიხილეს.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე დასაფინანსებელ პირთა რაოდენობა ცნობილია

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1,498,500 ლარის ოდენობით.

განათლების რეფორმის ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ერთვებიან

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების - „ჰიულეტ-პაკარდის“ (HP), “მაიკროსოფტის” (Microsoft) და “აიბიემის“ (IBM) - წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპული სკოლის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი საქართველოში

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის დაფინანსებას მხარდაჭერას აგრძელებს.

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება“

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ ახლო მომავალში განსახორიცელებელი რეფორმები გააცნო, რომლის მომზადების ეტაპი უკვე დაწყებულია და პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს, ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

მეცნიერების განვითარების მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ იაპონიის უნივერსიტეტთაშორისი კვლევითი ინსტიტუტების კორპორაციის KEK-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას დააფინანსებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები წარადგინა, რომელიც სისტემაში ახალგაზრდა და ნიჭიერი პედაგოგების შესვლას და, შესაბამისად, ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის გრანტების მოცულობა დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა, რაც ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს მხარდაჭერით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

10 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოფიციალურად გაიხსნება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელთა შორის. პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ფინეთი. ეს დაპირისპირება დაიწყება 17:30 საათზე. მათ გარდა ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია. ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის. ჩვენი გუნდის მიზანიც ეს გახლავთ - საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლა.