ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ელექტრული ინჟინერიის თანამედროვე ლაბორატორიების პრეზენტაცია თსუ-ში

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროგრამების სტუდენტებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი იმ პედაგოგებს შეხვდა, რომელთა შვილებიც სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულნი არიან. მინისტრმა დედის დღე მიულოცა მოწვეულ ქალბატონებს, მადლობა გადაუხადა მათ და პროფესიაში წარმატება უსურვა.

პედაგოგების ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 15 საპილოტე სკოლის 29 პედაგოგი ესტონეთში, ოფიციალურ სასწავლო ტურნეში იმყოფებოდა.

პარლამენტის კომიტეტთან გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები და მოწვეული სტუმრები, გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივათა გეგმას გაეცნენ​​.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსა და მთავარ პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაცია - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM international) წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა,

პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.

მიხეილ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ წარმომადგენელს, იოანეს ვან დერ კლაუფს შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო კერძო კოლეჯებთან პარტნიორობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართვა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის გამოფენა მიეძღვნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-1921 წლების რესპუბლიკის, დამოუკიდებლობის დაბრუნების მოვლენის შეფასებები იმ პირთა მიერ, ვინც ემიგრაციაში არ წასულან და რუსული ოკუპაციის პირობებში აგრძელებდნენ ცხოვრებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ ბენეფიციარებს დაეხმარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები საქველმოქმედო ფონდს „საქართველოს კარიტასი“ ესტუმრნენ და მის ბენეფიციარ ბავშვებს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ შეგროვებული სხვადასხვა საჭირო ნივთი და ტკბილეული გადასცეს.

კოლეჯის „მერმისი“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ ხელოვნების მიმართულების სტუდენტებმა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებმა, სასწავლო პროცესში შექმნილი სამკერვალო ნაწარმი, ნაქარგობა, ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, ფეხსაცმლისა და ტყავის, თექის, გობელენის, ბატიკის, ქვილთის, შიბორის, ხის, მინანქრის ნამუშევრები წარმოადგინეს.

მიხეილ ჩხენკელმა რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დასკვნითი კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დასკვნით კონფერენციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

განათლების საერთაშორისო ფესტივალი

23-24 თებერვალს თბილისში განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ.

პოლონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოსა და პოლონეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული და პოლონური უნივერსიტეტების წარმომდგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუმ მაშკევიჩმა.

სსსმ მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, სსსმ მოსწავლეთა მშობლებთან და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მიხეილ ჩხენკელი ავტორიზაციაშეჩერებულ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ავტორიზაციაშეჩერებულ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტებს შეხვდა.

მიხელი ჩხენკელი: „ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი სასწავლებლის მიღმა არ დარჩება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებას და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება.

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაებში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიზონ ლეიონი უმასპინძლებს.

მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროფესიული განათლების მასწავლებლებმა სრული პედაგოგიური კურსი გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს

პროფესიული განათლების მასწავლებლებს, რომელთაც სრული პედაგოგიური კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ. პედაგოგიური კურსი ხუთი სხვადასხვა მოდულისგან შედგება და მოიცავს სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სასწავლო გარემოს, შეფასებას, სწავლების სტრატეგიებს, თვითშეფასებას და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.