ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

პროფესიულ კოლეჯში სამხედროები გადამზადნენ

პროფესიულ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეებმა, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებით გადამზადების მოკლევადიანი კურსი გაიარეს.

მიხეილ ჩხენკელი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. შეხვედრის მიზანს, მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმი 2018“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მიღებული შეთანხმებების შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2017 წლის ანგარიში

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა გახსნეს.

მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო.

თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კაბინეტი გახსნეს.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობს, რომელიც მეექვსედ იმართება.

მიხეილ ჩხენკელი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჯი იანჩისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა.

აიტის მიმართულებით პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს კვლავ მხარს დაუჭერს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ბავშვებისთვის ქართული ფულის თემაზე ხატვის ღია კონკურსს აცხადებს

"ფინანსური განათლების წლისა" და "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხატვის ღია კონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“.

ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება

ბოლო დღეებში, მედიით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება.

პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ და კერძო კომპანიის ერთობლივი პროექტი დასრულდა

დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენებაზე, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” და კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში 9 თვე მიმდინარეობდა.

საქართვლოსა და კვიპროსს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს.

კერძო კომპანიამ პროფესიული პროგრამით გადამზადებული სტუდენტები დაასაქმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ -ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანიამ „ესკად ჯორჯია“ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ინფორმაციული ტექნოლოგიების" აკადემიამ ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო-მხაზველობითი პროგრამის „AutoCAD“ და ხაზვის ტრენინგ-კურსი, რომლის დასრულების შემდეგ 12 სტუდენტიდან 8 თავად კომპანიაში დასაქმდა. მოკლევადიანი კურსის წარმატებით დასრულებისთვის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სფეროში საერთაშირისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან შეხვედრა გამართა.

თსუ 100 წლისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძრვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.

მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომლის განხილვაც დღეს გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.

სსსმ მოსწავლეებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსსმ მოსწავლეებისთვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები და რესურსები შეიქმნა, რომელიც სკოლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა.

საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „ნიკორა“ ტრეიდის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორდა. დოკუმენტს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს.