სიახლეები
კლასიკური გიმნაზიის ახალი პროექტი: „ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას“
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექციამ სპორტის დარბაზში სკოლის ტექნიკურ პერსონალს ემოციური სურპრიზი მოუწყო - დამლაგებლებს, დარაჯს, დაცვის თანამშრომლებს და ხელოსნებს ისინი ტაშით, ტრანსფარანტებით და შეძახილებით „თქვენ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ!“, „ვაფასებთ თქვენს შრომას!“ შეხვდნენ.
საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მქონე პირებთან გასაუბრების განრიგი
2018 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე, გაიმართება გასაუბრება ზოგიერთი საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მქონე პირებთან სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით.შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.პატრიარქის ისტორიული ვიზიტის თაობაზე წიგნი გამოიცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა.სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ახალი კამპუსი აშენდა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა აშენდა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. დღეს საზეიმოდ აღინიშნა ახალი კამპუსის კარკასის დასრულება.სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების თემატური ჯგუფის შეხვედრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დუალური სწავლების სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გზამკვლევის პროექტზე იმსჯელეს.პროექტის „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ მეორე ეტაპი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, შსს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა ერთობლივი შემეცნებითი პროექტის „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ პირველი ეტაპის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოეს და პროექტის მეორე ეტაპის მონაწილე გუნდებს შეხვდნენ.ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს, მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებზე პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის „განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზების ძიება“ პრეზენტაციას დაესწრო.
საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მქონე პირებთან გასაუბრების განრიგი
2018 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე, გაიმართება გასაუბრება ზოგიერთი საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მქონე პირებთან სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით.
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების მსოფლიო ფორუმზე ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც პროფესიული განათლების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელი: ტექნოლოგიები განათლების ყველა დონეზე დაინერგება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან, განათლების ექსპერტებთან და მსოფლიოში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მიხეილ ჩხენკელის მოწვევით საქართველოს Times Higher Education-ის წარმომადგენლები ესტუმრებიან
განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი Times Higher Education-ის წარმომადგენლებს, ჯონი გილსა და მაიკლ კარუნას შეხვდა, სადაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევებზე და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს..jpg)
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ასამდე ქვეყნის განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ლონდონში 21 იანვარს გაიხსნა.ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში (BSPE)
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) - ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.თეატრალური კონკურსი „ჩემი ქართული როლი“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით, იწყებს თეატრალურ კონკურსს „ჩემი ქართული როლი“.
შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, სოფიო კილაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.სოფელ კუმურდოს სკოლის გახსნა
ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი სპონსორის დახმარებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა.სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა. ახალი პროგრამების შესამუშავებლად, სკოლამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო.
მიხეილ ჩხენკელი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლადანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.