სიახლეები
„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ - პირველი შემაჯამებელი შეხვედრა
პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეებმა - საჯარო სკოლის დირექტორებმა და პროექტში ჩართულმა განათლების სპეციალისტებმა პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.მოვუსმინოთ მასწავლებლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო. პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს.საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN-შვეიცარია) მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.ბიბლიის ქართულ თარგმანთა პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის (ძველი აღთქმა) პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა პირველი გამოცემის წიგნი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაიბეჭდა.პროფესიული კოლეჯების სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის დაფინანსება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის დაფინანსება.
სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.საჯარო და კერძო სექტორის თანამაშრომლობა
დუალური პროფესიული განათლების განვითარებისთვის აუცილებელია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროფესიული სტუდენტების მხრიდან, პრაქტიკაში მოსინჯვა კოლეჯში შეძენილი თეორიული ცოდნისა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საავტომობილო მომსახურეობის კომპანიას „GT Motors Tbilisi“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმდა.იძულებით გადაადგილებულ 7 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდებათ
სოციალურად დაუცველი წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და გალფის წარმომადგენლებმა გადასცეს.სწავლების ახალი მოდელი აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის პილოტირებაც თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა.მიხეილ ჩხენკელმა და გიორგი შარვაშიძემ ევროპული სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გახსნეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს სამასზე მეტი სტუდენტისთვის განკუთვნილი ევროპული სტანდარტების საბინაო კომპლექსი გადასცა, სადაც სტუდენტებს, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საინტერესო ცხოვრების, სპორტული აქტიურობის, შემოქმედებითი დასვენების, ახალი მეგობრების შეძენისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრების შესაძლებლობა ექნებათ.
მიხეილ ჩხენკელი იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.ინკლუზიური განათლების განვითარების ახალი გეგმა შემუშავდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2017 წელს ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მონიტორინგი განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. სწორედ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების სამომავლო დაგეგმვა.
საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საბჭო შეიქმნა
ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს, რომლის პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.
პროფესიული განათლება დასაქმებისთვის
საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“, კომპანია „ჯეოტურანმა“, მილგაყვანილობის სისტემის სფეროში წლის საუკეთესო მასტერის გამოსავლენად, ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი „ევრომასტერი 2017“ გამართა, ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ა.შ.შ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერაა დაფინანსებული.კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია სკოლებსა და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.
ფოტოგამოფენა „ საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“
ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის შემაჯამებელი პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამაბელი პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ პროექტს ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი.მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელი ვრცელი სიტყვით წარსდგა და სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში
15 დეკემბერს, სასტუმრო „ბეტსი“-ში გაიმართა იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ შემაჯამებელი ღონისძიება.სიახლეები ვერ მოიძებნა.