სიახლეები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა.
გივი მიქანაძე ვახტანგ კვარაცხელიას იუბილეს ულოცავს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსსა და დამსახურებულ მეცნიერს, ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს.
გივი მიქანაძე ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობენ.
გივი მიქანაძე: „ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“
2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.
ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეხვედრები გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
თამარ მახარაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ მსჯავრდებულთა კულინარიულ კონკურსს დაესწრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან ერთად, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ მსჯავრდებულთა კულინარიული კონკურსის ფინალურ ეტაპს დაესწრო.
გივი მიქანაძე გიორგი სოსიაშვილის წიგნის – ,,რჩეული მოთხრობების‘‘პრეზენტაციას დაესწრო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის – ,,რჩეული მოთხრობების‘‘ პრეზენტაციას დაესწრო.
გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა.
უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის კომისია საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების კურსს უნივერსიტეტებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს
სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველ სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძისა და მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა.
გივი მიქანაძემ და კახაბერ გულედანმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.
„სააღმზრდელო პროგრამის სასკოლო გეგმაში ინტეგრაციის“ თემაზე სკოლის დირექტორებისთვის პრაქტიკული სემინარი ჩატარდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებისთვის სემინარი გახსნა თემაზე – „სააღმზრდელო პროგრამის სასკოლო სასწავლო გეგმაში ინტეგრირება“.
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა.
გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა.
გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესს გორის მე-3 საჯარო სკოლაში გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საგამოცდო პროცესს, ამჯერად, ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გაეცნო.
გივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.სიახლეები ვერ მოიძებნა.