ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გივი მიქანაძემ და ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან ერთად სახელოვნებო განათლების გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა.

გივი მიქანაძე საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო-საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ ქობულეთში პროფესიული კოლეჯის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის „ახალი ტალღა‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა.

რუსთავში ციფრული განვითარების ინოვაციური ჰაბი გაიხსნა

ქალაქ რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე – თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მიიღო.

გივი მიქანაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა.

გივი მიქანაძემ ADA-ს უნივერსიტეტის რექტორთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის – ADA-ს უნივერსიტეტის რექტორ ჰაფიზ ფაშაევთან.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან ერთად ახალგაზრდული ფორუმი გახსნა

ქალაქ ბაქოში აზერბაიჯანულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ფარიდ გაიბოვმა გახსნეს.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან.

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ერთად საზაფხულო ბანაკის მონაწილე ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ გუბაში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იღებენ მონაწილეობას.

გივი მიქანაძე: „ქვეყანაში ეროვნული გამოცდები წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი‘‘

„დღეს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები დასრულდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი‘‘, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

საქართველო უკრაინელ მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კახეთში უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კახეთში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

კახეთის რეგიონში კოლეჯების „აისი“ და „პრესტიჟი“ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძემ და მარიამ ლაშხმა თელავის საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეზე გივი მიქანაძე „საიუბილეო სამახსოვრო მედლით“ დაჯილდოვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უნივერსიტეტის მიერ „საიუბილეო სამახსოვრო მედლით“ დაჯილდოვდა.

ბაია კვიციანმა სომხეთში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთში, ქალაქ აპარანში განხორციელდა პროექტი - „სომხეთ-საქართველოს ახალგაზრდული შეხვედრა“.

ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტების სამუშაო ჯგუფის წევრად აირჩიეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გახდა.