ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

ახალსოფლის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

KIU-სა და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა.

ალექსანდრე წულაძემ სოფელ ფერსათში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ.

PISA-ს კვლევაში მონაწილეობასთან დაკავშირებით რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში „PISA 2025“ მონაწილეობასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ალექსანდრე წულაძემ ბრიტანეთის საბჭოსა და Times Higher Education-ის წარმომადგენლებთან ტრანსნაციონალური განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის უმაღლესი განათლების მიმართულების მთავარ კონსულტანტს, დევიდ პრენტისსა და საქართველოს ოფისის დირექტორს, ზაზა ფურცელაძეს უმასპინძლა.

ალექსანდრე წულაძემ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალი მეცნიერები დააჯილდოვა

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ 10 წარმატებული ქალი მეცნიერი და მოსწავლე-გამომგონებელი გოგონა დააჯილდოვა.

ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა უნგრეთის ელჩსა და ადამიანური რესურსების მართვის სექტორში წამყვანი უნგრული ორგანიზაციის “Prohuman Group“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ბაია კვიციანმა და თამარ ღვამიჩავამ უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს და რესურსების მართვის სფეროში წამყვანი უნგრული ორგანიზაციის „Prohuman Group” წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციანს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციანს უმასპინძლა.

გურჯაანში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გურჯაანში 200 სტუდენტზე გათვლილი, ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დედოფლისწყაროს და ზემო ქედის N1 საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

ალექსანდრე წულაძე: ”საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ბაია კვიციანმა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის დეტალები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ელიფ ტურესა და უილიამ აბელს უმასპინძლა.

ბაია კვიციანი რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების პროექტის შედეგებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკო თათულაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორ თამთა დემურიშვილთან ერთად, რუსთავის მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები მოინახულა, რომელთაც პროფესიული გადამზადების მორიგი კურსი წარმატებით გაიარეს.

ბაია კვიციანმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა

საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს ლორ კასტენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ.

ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა

„დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა.